x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პანდა - საკმარისია გაიფიქრო
image




გგონიათ, რომ უკვე ყველანაირი სარეკლამო კამპანია ნახეთ და ვეღარაფერი მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას? ცდებით! ამაში კრეატიული სააგენტო „პანდა“ დაგარწმუნებთ, რომელიც მარკეტინგულ ბაზარზე სრულიად ახალი იმიჯით პოზიციონირდება.


ჩვენ ვაკეთებთ პროპაგანდას - ეს „პანდას“ ახალი მიდგომაა, რომლითაც ქართულ მარკეტინგულ ბაზარზე აპირებენ დამკვიდრებას. კრეატიულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ შემოქმედებით ინდუსტრიაში ერთფეროვანი მიდგომებია; ყოველდღიურ რუტინაში კი, როდესაც ადამიანებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ, კიდევ უფრო რთულია, ყურადღება მიიქციო ჩვეულებრივი სარეკლამო კამპანიით.


სწორედ ამ ერთფეროვნებაზე აკეთებს აქცენტს „პანდა" ახალ კამპანიაში. ვიდეორგოლის მიხედვით, ისინი შეეცადნენ ეთქვათ, რომ მთავარია გონებაში დაუშვა და შენს გარშემო არსებული ერთფეროვნების დარღვევას შეძლებ.



„პანდა“ დამკვეთებს სარეკლამო კამპანიის წარმოებას ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და აქტიურ სივრცეში - სოციალურ ქსელში სთავაზობს. თუმცა, სურვილისამებრ სხვა პლატფორმებსაც და შესაძლებლობებას აძლევს მათ.


სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ინდივიდუალურობა მათი კოზირია, რომელიც ქართულ ბაზარზე კიდევ ერთ ახალ სიტყვას იტყვის; პროპაგანდა კი ის მექანიზმი, რომლითაც სათქმელის მიტანას მოხმარებლამდე შეძლებენ.


ინდივიდულური მიდგომა თითოეულ პროექტზე, პროდუქტზე ორიენტირებული გრძელვადიანი კამპანია - ეს ის მახასიათებლებია, რაც „პანდას“ საკუთარ კონკურენტულ უპირატესობად მიაჩნია. კრეატიულ სააგენტოში ფიქრობენ, რომ ბაზარზე სწორედ სოციალური და მასების ფსიქოლოგიის ცოდნა გამოარჩევთ.


ბაზარზე ახლებური პოზიციონირებით და იმიჯით „პანდა“ აქტუალურობას არ კარგავს და სათქმელს ისევ დახვეწილად და საინტერესოდ გადმოსცემს.




0
182
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0