x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
"როცა არავის ჭირდები, უნდა მიხვდე, ნუ ეცდები ვინმეს შეეტენო, თორემ გაიჭედები"- გია ჯაჯანიძე
image


„სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გაზიარება და გამოხმაურება აქვს.

გთავაზობთ სტატუსს უცვლელად:


"ადამიანები ერთმანეთს აგულიანებენ, შეცდომები რომ დაუშვან, მერე ხალისობენ და ერთობიან.


ადამიანს რჩევას თუ მიცემ და შეცდომაზე მიუთითებ, მტრად გამოგაცხადებს.

ადამიანი დასახმარებლად თუ არ მოგმართავს, შენი ინიციატივით არ დაეხმარო, თორემ შარს მოგდებს, რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაშიო.

არიან ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ ჭკუა სუსტები, რომლებიც წინ ვერ იყურებიან. ასეთები მოსეირე ადამიანებს უყვართ.

რისკი ყოველთვის არ ამართლებს.

განგებამ ყველაფერი დაგაყოლა, რაც ბედნიერებას და უბედურებას მოგიტანს, უმეტესი ნაწილი ვერ ფიქრობს და ვერ აანალიზებს რა არის მისთვის ბედნიერების მომტანი.

თვით დაჯერებული ბრიყვი, რომელიც მუდმივად უსიამოვნებაშია და გამოსავლის ძებნაში ატარებს ცხოვრებას.

როცა არავის ჭირდები, უნდა მიხვდე, მერე შეისვენო და დაფიქრდე, ვინ ხარ, რატომ ხარ, ვისთვის და რისთვის ხარ საჭირო. ნუ ეცდები ვინმეს შეეტენო, თორემ გაიჭედები.

როცა აზრს გამოთქვამ დაფიქრდი, რას ცვლი, ვის ჭირდება შენი აზრი, რა შედეგს მოგიტანს.

“ ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი'' - ასჯერ ჭრიან და მერე ნაფლეთებს ზომავენ.

“ტაშტი'' დოლი ეგონა და აბრახუნებდა."-წეს გია ჯაჯანიძე.

0
183
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0