x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ქალები, რომლებიც ჭაღარას არ მალავენ
დროის გასვლასთან ერთად, ქალებს უფრო და უფრო უჭირთ გარეგნობის ცვლილებასთან შეგუება. ასაკის მატება და დაბერება ხომ პირდაპიდ გარეგნობაზე აისახება. კანი ეშვება, ნაოჭები ჩნდება, კუნტები სუსტდება, ფრჩხილების სტრუქტურა იცვლება, თმა ჭაღარავდება-ეს ყველაფერი კი ქალისთვის მტკივნეულია.

ბოლო დროს ქალებში ნაადრევი გაჭაღარავება შეიმჩნევა. რთული სათქმელია ეს გენეტიკის ბრალია, ეკოლოგიის თუ ცხოვრების წესის და სტრესის.ფაქტი-ფაქტად რჩება. ასეთ სიტუაციებში ქალების უმრავლესობას ერთნაირი რექაცია აქვს-ისინი დაპანიკებულნი ცდილობენ სხვადასხვა საღებავებით გულმოდგინედ დამალონ თავისი ჭაღარა, რომელიც სიბერესთან ასოცირდება.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ ქალები, რომლებიც უარს ამბობენ თმის შეღებვასა და ჭაღარის დამალვაზე და თავისი მაგალითით სხვა ქალებსაც მოუწოდებენ მიიღონ ის, რაც ბუნებრივია.

imageმათ სხვებმაც მიბაძეს და მალე ერთგვარი ფლეშმობი წამოიწყეს, რომელსაც დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა. კრიტიკის ნაცვლად, უამრავი ადამიანი აღფრთოვანდა ჭაღარა თმის სილამაზით. ყოველი ქალი თავისი ფოტოს ქვეშ თავის ისტორიას წერდა, აი, ერთი მათგანიც:


“როცა მერვე კლასში ვიყავი, ჩემმა მეგობარმა თმაში ერთი ღერი ჭაღარა შემამჩნია. ის გაოცებული იყო, მე კი შემეშინდა. ყოველ წელს ჭაღარა თმის რაოდენობა იზრდებოდ, და მასთან ერთად იზრდებოდა ჩემი კომპლექსებიც.imageროცა 16 წლის გავხდი, იმდენი ჭაღარა მქონდა, რომ მათი ამოგლეჯა უაზრობა იყო, დამალვა კი-უშედეგო. მე თმის შეღებვა დავიწყე. ვიღებავდი არა იმიტომ, რომ ქერა ან შავგვრემანი მინდოდა ვყოფილიყავი, არამედ იმიტომ, რომ მინდოდა არავის ვენახე ისეთი, როგორიც ვიყავი სინამდვილეში.

imageასე გრძელდებოდა 6 წელი. ერთხელ, ჩემმა შეყვარებულმა გაიგო, რომ ჭაღარა თმა მქონდა და დამარწმუნა უარი მეთქვა თმის შეღებვაზე. საღებავის გარეშე უფრო გამიადვილდა ცხოვრება:გადავეჩვიე დამალვას და საკუთარ თავში დარწმუნებული გავხდი.imageჩემი ჭაღარა გარშემომყოფების გაკვირვებას იწვევდა, მე ხომ ახალგაზრდა ვარ. მესმოდა კომენტარებიც, რომ თითქოს გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევ და თავს არ ვუვლი-ანუ, არ ვიღებები. მაგრამ ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. ჩემი გარეგნობა ჩემს კოზირად იქცა და ცრურწმენებისგან გავთავისუფლდი."

imageimageimageimageimage




0
58
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0