x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
გახარია: თუ ოპოზიციას დამატებით ჩემი ნახვა სურს, ყავაზე დამპატიჟონ

image

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვაზე, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით მივა თუ არა პარლამენტში, პანკისის ხეობის მოვლენებზე სასაუბროდ, განაცხადა, რომ საპარლამენტო მოსმენა მაისის პირველ კვირაშია დაგეგმილი, სადაც მას მინისტრის საათის ფარგლებში ექნება გამოსვლა.


„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არცერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე - არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა „მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ „ევროპული საქართველოს" რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ევროპული საქართველო" პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს საკომიტეტო ფორმატში იბარებს.

0
24
2-ს მოსწონს
ავტორი:შოკმედია
შოკმედია
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0