x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
რეალობად ქცეული ფილმის სცენარი !
imageვლადიმერ ალექსანდრეს ძე ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტი.ფილმის გაცოცხლებული ისტორია.

უკრაინელმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უკრაინელი შოუმენი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და ამჟამად უკვე პოლიტიკური მოღვაწე აირჩია პრეზიდენტად.

ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი საუბრობს, რომ უკრაინელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი უბრალოდ დაიღალა იმედგაცრუებით და გადაწყვიტა, რომ ეგრედწოდებული “შავი" წრე დაერღვია და “ახალი" სახე აერჩია ქვეყნის ლიდერად.

ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.უკრაინა ცნობილია ოლიგარქების სიმრავლით, რომელთა ფინანსების წამომავლობა საეჭვოა ან რუსეთს უკავშირდება.ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკური უცოდინრობა, ხომ არ იქნება გამოყონებული მისი მანიპულაციისთვის?


ზელენსკი დიდი გამოწვევის წინაშე დგას, მას მოუწევს დაამტკიცოს რომ ღირსეული კანდიდატია, მოუწევს იყოს შეუვალი და ხისტი რუსეთთან ურთიერთობაში.

მას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად.გამოცხადებული ომის ქრონიკა და დაკარგული ტერიტორიები.

ეყოფა გამბედაობა კომიკოსს, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს?

ვლადიმერ ზელენსკი წინა საარჩევნოდ იშვიათად ჩნდებოდა კამერების წინ და თითქმის არ საუბრობდა მისი სამომავლო გეგმების შესახებ, თუმცა ერთი რამ ცნობილია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკრაინის ახალ პრეზიდენტს ისევ მოსწონს და მისი პოლიტიკური მომავალი ალბათ ისევ უკრაინას დაუკავშირდება.



0
150
2-ს მოსწონს
ავტორი:კოკა ჯახუტაშვილი
კოკა ჯახუტაშვილი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0