x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
სიყვარული ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქალისთვის და მისი შეთავსება ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან

ქალწული ქალი


თუ ფიქრობთ რომ ქალწული ქალი სინაზის განსახიერებაა იმედი უნდა გაგიცრუოთ. ეს ერთი შეხედვით სუსტი არსება, საოცრად ჭკვიანი და მახვილი თვალით რომ შემოგცქერით, უცებ ისეთს გეტყვით, აზრზე მოსასვლელად შესაძლოა საკმაო დრო დაგჭირდეთ.


ქალწულის სიყვარული არ გამოიხატება გამუდმებულ ენის მოჩლექასა და მხურვალე ეჭვიანობის სცენების გამართვაში. ამ ქალს საკუთარი გრძნობების გამოხატვა გაგებით და მამაკაცისთვის ჰარმონიის შექმნით ეხერხება. საოცარი გულისხმიერება - ეს ქალწულის ის თვისებაა, საკუთარ თავსაც რომ შეგანატრეთ.


ქალწული სიყვარულს დიდხანს ეძებს, მაგრამ საკმარისია გადაწყვიტოს ეს არის ნამდვილი სიყვარულიო, მნიშვნელობა არ აქვს ეს სიყვარული აკრძალულია თუ აუკრძალავი, ვიღაცისთვის მისაღები თუ არმისაღები, მას თვალისჩინივით გაუფრთხილდება და შესაძლოა საუკუნოდაც თან ჩაჰყვეს.



ქალწულს რაც არ შეუძლია, ეს თვალთმაქცობაა. თუ ის თავის ქორწინებას არასრულყოფილად თვლის, მაშინვე აუცილებლად გაეყრება ქმარს. ოჯახის დანგრევა მისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ სიყვარულში სიყალბე კიდევ უფრო მეტი.


ქალწული ზოდიაქოს ნიშანთაგან ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ყველაზე დიდი რომანტიკოსიც იყოს და სატანასავით წინდახედულიც.


ქალწულის სიყვარულში არსებობს რაღაც მაგიური, რაც მას ისეთ ძალას მატებს, რომ მასთან შედარებით სხვა ზოდიაქოთა სასიყვარულო ვნებები ფერმკრთალდება.


გაბრაზებულ ქალწულთან დანაშაული აღიარეთ და პატიება სთხოვეთ. მობოდიშება მოკლე და გულწრფელი უნდა იყოს.


ქალწული თავს არ მოგატყუებინებთ. მახვილი ჭკუისა და ინტუიციის წყალობით იგი ყველაზე გულმოდგინედ შენიღბულ ტყუილსაც კი მიგიხვდებათ და ამას არ გაპატიებთ. ქალწული წმინდაა და ალალმართალი, მაგრამ არა მიამიტი.


ზოდიაქოს ნიშანთაგან მხოლოდ ქალწულს აქვს განსაკუთრებული სექსუალური სხივი, რომლის წინაშე

image
გულგრილად ყოფნას ვერავინ შეძლებს.


ურთიერთობის რბილმა, მშვიდმა მანერამ, სხივმფენმა თვალებმა და მახვილმა იუმორმა უკვე მოასწრო თქვენი დატყვევება?


თუ ბედმა გაგიღიმათ და ცხოვრების გზაზე ქალწულთან შეგყარათ, გაუფრთხილდით ამ წყალობას, შესაძლოა სხვა დროს ასე არ გაგიმართლოთ.


ახლა კი გაეცანით რომელი ნიშანია ქალწულისთვის ყველაზე ჰარმონიული

image

ქალწული - ვერძი


საკმაოდ იშვიათი კავშირია. ვერძისთვის სიყვარული შემოქმედებაა, ქალწულისთვის კი - ამოუცნობი საიდუმლო.



ქალწული - კურო


ბედნიერი კავშირია. ორივე მიწის ნიშანი. დედამიწაზე მყარად მდგომი. ქალწულის სექსუალური სხივი, იუმორი და მზურველობა ჯიუტ კუროს ატყვევებს და სრულ ჰარმონიას აძლევს.


ქალწული - ტყუპები


ორივე ნიშანს მერკური მფარველობს, თუმცა ეს მფარველობა მათში განსხვავებულად ვლინდება. ისინი იზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ მათი კავშირი მხოლოდ იმ შემთვევაში იქნება წარმატებული, თუ საერთო ინტერესები აქვთ.


ქალწული - კირჩხიბი


კარგი კავშირია, რადგან კაპრიზული, ნერვიული დ ქაოტური კირჩხიბის გაგება, სხვებზე უკეთ, სწორედ ქალწულს შეუძლია.


ქალწული - ლომი


სრული გაუცხოების კავშირია. ცივი და პრანჭია ქალწული, თავიდან, ხელოვნურად იწვევს ლომს, შემდეგ კი დგება მომენტი, როდესაც ერთმანეთში უამრავ ნაკლს აღმოაჩენენ ხოლმე.


ქალწული - ქალწული


ხშირად, ეს კავშირი ბედნიერი და წარმატებულია, რადგან მხოლოდ ქალწულს შეუძლია გაიგოს ქალწულის გემოვნება, მოთხოვნილებები და შესაძლებლობები.


ქალწული - სასწორი


ხშირი და ძალიან წარმატებული კავშირია. მათ კომფორტის, სიმყუდროვის, კეთილდღეობისა და წონასწორობისკენ სწრაფვა აერთიანებთ.


ქალწული - მორიელი


ერთმანეთს მუდმივად გამოცდას უტარებენ . მორიელის მაგნიტურობა აფორიაქებს ქალწულს და შეწინააღმდეგების მიზნით იძაბება, აქედან მოდის მუდმივი საბრძოლო განწყობაც.


ქალწული - მშვილდოსანი


იშვიათი კავშირია. მათი გაერთიანება მხოლოდ სოციალურ ან რელიგიურ სფეროში საზოგადოებრივ მოღვაწეობის შემთხვევაშია შესაძლებელი.


ქალწული - თხის რქა


გაწონასწორებული და მყარი კავშირია.ქალწული თხის რქასთან სიყვარულის საიდუმლოს შეიცნობს.

ქალწული - მერწყული


იშვიათი კავშირია. ქალწულს უყვარს წესრიგი, თავისუფალი მერწყულისთვის კი მთავარია მეგობრები, მოგზაურობა, უპრობლემო ცხოვრება.


ქალწული - თევზები


რთული და იშვიათი კავშირია. მათ, მარტივად რომ ვთქვათ, განსხვავებული ენერგეტიკა და მსოფლმხედველობა აქვთ.

0
1146
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0