x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რუსთავი 2" გამოვრთე, ქუჩაში გამოვედ და ამ სურათს ვხედავ. დავიბენი, აღარ ვიცი როგორ მოვიტყუო თავი..."

image


აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყენებს და ბავშვების შიმშილობის თემას ეხმაურება.


როგორც კუპრაძე წერს, მოსმენილმა და ნანახმა ისე დააბნია აღარ იცის როგორ მოიტყუოს თავი.



"1. რუსთავი ორი არ მომწონს და არ ვენდობი, გამოვრთე!

2. UNICEF-ის კვლევაში ჩავიხედე და ამოვიკითხე:

- საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს.
- ბავშვების 6, 8% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
- 27, 6% კი ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.
- ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.
- 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას.

- საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ არც გაეროს ბავშვთა ფონდს ვენდო, მერე რა რომ საერთაშორისო და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ჩავხურე კვლევა და ქუჩაში გამოვედი.

და ამ სურათს ვხედავ.
დავიბენი, აღარ ვიცი როგორ მოვიტყუო თავი.

ირაკლი კობახიძე რომ ვიყო “ჩოლკას" ჩამოვიყრიდი თვალებზე და ვითომც არ დამინახავს.

მადლობა ღმერთს, რომ არ ვარ ირაკლი კობახიძე."- წერს კუპრაძე.



1
156
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
156
  
2019, 21 აპრილი, 23:24
ესე იგი, გამორთო საყვარელი ტელევიზია, გამოვიდა ქუჩაში და ჰოი, საოცრებავ, ყველა ურნაში თითო ბავშვი დაინახა... და კი არ დაეხმარა, ფოტო გადაუღო და ფბზე თავმოსაწონებლად სახლში გამოიქცა... ვაი, ჩვენს პატრონს, რას დაგვამსგავსა მამაძაღლმა არქიფო-ფეისბუქმა, ვიღა ფიქრობს პრობლემის გადაჭრაზე... მთავარია, გულის გამგმირავი სტატუს-კომენტარები გამოვაცხოთ, თორემ დაიკარგა დღე(((
0 1 1