x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
უცხოელებზე მიწის გასხვისება უნდა შეიზღუდოს

image

ქართველი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ქართული მიწების გასხვისების შესახებ საუბრობს.

“არ უნდა გაიყიდოს ქართული მიწა, ძალიან მცირე გვაქვს. უცხოელებისთვის ფლობა კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს დაშვებული თუ სტრატეგიული ინვესტორები არიან და თავიანთ ინვესტიციებს გრძელვადიანად დაასაბუთებენ“, - განაცხადა პაპაშვილმა და დასძინა, რომ „დაძინებული მიწები არ გვაწყობს“.
„ბანალური ვიქნები და გავიმეორებ, რომ ვფიქრობ, 70% თუ არა მეტი პროცენტი ქართული მიწების დაუმუშავებელია და კიდევ დაძინებული მიწები არ გვაწყობს - ყიდულობს ინვესტორი და არ ამუშავებს მერე. მიწა ერთადერთი ისეთი რამაა, რომელსაც დროის გასვლასთან ერთად ფასი ემატება, ამიტომ მოდიან ეს ინვესტორები, ყიდულობენ მიწებს და არაფერს აკეთებენ“, - განაცხადა მან.
„ჩვენ, მაგალითად, ვაკეთებთ - ვამუშავებთ მიწებს; სამასი ჰა გვაქვს, პრობლემური იყო ამის შეძენა, რადგან ფრაგმენტულია მიწები. ამ კუთხით სოფლის მეურნეობის სამინისტროს წვლილი შეუცვლელია - უნდა გაამსხვილონ მიწები“,
ამასთან ბიზნესმენს არ მიაჩნია, რომ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა, გრძელვადიან პერსპექტივაში, დარგში FDI-ის შეამცირებს.
„მე არ ვარ მოკლევადიანი გეგმების მომხრე; ქვეყანას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტარტეგია. გრძელვადიან ჭრილში კი, უცხოელებზე მიწის გასხვისება უნდა შეიზღუდოს, მე ამის მომხრე ვარ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სტრატეგიული ინვესტორია და იცის, რა არის სოფელი. თუ განავითარებს და მოიტანს დამატებით ღირებულებას, კი ბატონო, მაგრამ ჩვეულებრივი მაგალითია ისრაელი, 6 მლნ მოსახლეობა, ჩვენი მსგავსი ტერიტორია, მათ აქვთ 49-წლიანი იჯარა და ეს ბიზნესმენისთვის ძალიან მიმზიდველია.''განაცხადა ლაშა პაპაშვილმა

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0