x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
პრომეთე
პრომეთე როდესაც სამყაროში ადამიანი არ არსებობდა და მხოლოდ ცხოველები, ფრინველები და თევზები ბუნების სიმშვენიერეში ჩაფლულიყო, მაშინ დიდებულმა ტიტანმა პრომეთემ, რომელიც განდევნილი ღმერთების შთამომავალი იყო დაეშვა დედამიწაზე და თიხისგან შექმნა გამოსახულებები, რომელიც მშვენიერი იყო. ქალღმერთმა ათენამ კი ამ გამოსახულებებს ღვთაებრივი სული ჩაჰბერა და ასე გაჩნდა ადამიანი. თავიდან ისინი ძალზედ სუსტები იყვნენ, მხედველობის პრობლემა ქონდათ, არ ესმოდათ წესიერად და სხეულს სასურველად ვერ ამოძრავებდნენ. საბრალონი უაზროდ და უმიზნოდ დაძრწოდნენ დედამიწის ზურგზე, თითქო საღათას ძილში იმყოფებიანო. არ იცოდნენ რა იყო ხელობა, ქვის თლა, ხელოვნება და ა.შ

პრომეთე მაგრამ ადამიანის შემქმნელმა ძლევამოსილმა პრომეთემ არ დაივიწყა კაცობრიობა, ჩამოვიდა დედამიწაზე და ასწავლა მათ ხელობა, ოქროს მოპოვება, ერთი სიტყვით რაც სარგებელს მოუტანდა ცხოვრებაში.
ამ დროს ოლიმპოზე მრძანებლობდა მამამთავარი ღმერთი ზევსი, რომელმაც მოიწვია ღმერთების კრება, რათა ადამიანთა მომავალი და ბედი განეხილათ. ამ კრებაზე იყო პრომეთეც. იგი შიშობდა, რომ ღმერთებს ზედმეტი სამუშაო არ დაეკისრებინათ ჯერ კიდევ სუსტი ადამიანებისთვის, მითუმეტეს ღმერთები დიდი ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდნენ ადამიანებს და მათგან მორჩილებას და პატივისცემას ელოდნენ, თავისი შესაწირიანად!!!

პრომეთეპრომეთემ მსხვერპლად შესაწირი დეკეული დაკლა, მოაგროვა ხორცის საუკეთესო ნაჭრები, დადო ერთ მხარეს და მასში გაურია გამოუსადეგარი ნაჭრები. მეორე მხარეს კი ძვლიანი ნაჭრები დადო და მასში გაურია შიგნეულის გამოუსადეგარი ნაჭრები, რომელზედაც ხორცის საუკეთესო ქონიანი ნაჭრები შემოაწყო.
პრომეთეს ცბიერება მყისვე შეამჩნია ზევსმა და მიუგო: "განა ეს სამართლიანია, ნაჭრების ასე არაზუსტად განაწილება?"
პრომეთემ ცბიერი ღიმილით უპასუხა: "გთხოვთ აირჩიოთ, რომელიც თქვენ მოგწონთ".
ზევსი ძალიან განარისხა პრომეთეს საქციელმა და განზრახ აირჩია ის ნაწილი, რომელიც საუკეთესო ქონიანი ნაჭრებით იყო გარშემორტყმული. როდესაც შიგნით უვარგისი ხორცის მასა დაინახა შეჰყვირა: "იცოდე ღმერთების ასე უპატივცემულობას არასოდეს გაპატიებ, იაფეტის უღირსო მოდგმავ".

პრომეთეამრიგად ზევსი აგრეთვე განრიხდა კაცობრიობაზე და წაართვა მათ ცეცხლი. ზევსმა მოუსპო ადამიანთა გვარეულობას ცხოვრებისათვის უსაჭიროესი საგნით სარგებლობის საშუალება.
ზევსის მრისხანებამ პრომეთე ვერ შეაშინა, მან მოიპარა ცეცხლი და კაცობრიობას დაუბრუნა. გაჩნდა ისევე კვამლი, რომელიც ზეცას წვდებოდა და ხალხი ჩვეულ ცხოვრების სტილს დაუბრუნდა.


კვამლის ღრუბლები რომ დაინახა ზევსმა განრისხდა და გადაწყვიტა პრომეთე მკაცრად დაესაჯა. ზევსის ბრძანებით ღმერთებმა შექმნეს მშვენიერი ქალწული, რომელსაც პანდორა უწოდეს და გამოაგზავნეს დედამიწაზე ოქროს ყუთით ხელში, რომელშიც ჩაკეტილი იყო ყოველგვარი სენი.

პანდორა ქალწული პრომეთეს ძმის ეპიმეთეს სასახლეს მიადგა. პრომეთეს ეშინოდა ღმერთების და ამიტომაც ძმა გააფრთხილა, რომ მათგან მორთმეული საჩუქარი არავითარ შემთხვევაში არ აეღო, თუმცა ეპიმეთე ისე მოიხიბლა ქალწული პანდორათი რომ გახსნა ოქროს ყუთი, საიდანაც ამოვარდა სენი და უბედურებები, რომელიც კაცობრიობას დაატყდა თავს. ადამიანები ნადგურდებოდა საშინელი ციებ-ცხელებით, მოხუცი თუ ახალგაზრდა ყველა შეპყრობილი იყო საშინელი სენით. ამის შემდეგ ზევსმა გადაწყვიტა პრომეთე სასტიკად დაესაჯა და იგი ჩააბარა მჭედლობაში დახელოვნებულ ღმერთს ჰეფესტს. მან პრომეთე კავკასიონის მაღალ ქედზე მიაჯაჭვა და უზარმაზარი კრინის კობმლით მაგრად მიაჭედა მთის მწვერვალის ციცაბო კლდეზე. პრომეთეს გმინვა და გოდება ცას წვდებოდა ამ უზარმაზარი გიგანტის ტანჯვა ესმოდა კაცობრიობას. დედამისი ქალღმერთი თემიდა ემუდარებოდა დამორჩილებოდა ზევსს, თუმცა პრომეთე კატეგორიულ უარზე იყო.

პრომეთე ამის შემდეგ მისი ტანვჯა კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან ზევსმა მას სატანვეული გაუზარდა და უზარმაზარი არწივი მიუვლინა, რომელიც ყოველ მესამე დღეს კავკასიის მთების თავზე ეშვებოდა და ბრჭყალებითა და ნისკარტით ტანჯულ გმირს მუცელს უფატრავდა და გულ-ღვიძლს გაუმაძღრად ჭამდა. დატანჯულ გმირს გულ-მუცელი ძალიან სწრაფად მთელდებოდა და ასე გრძელდებოდა საუკუნეები. ყოველ მესამე დღეს კავკასიის მთებზე, გამოჩნდებოდა საშინელი არწივი, რომელიც მყისვე სადღაც გაქრებოდა.

პრომეთემაგრამ ადრე თუ გვიან ყველაფერს თავისი დასასრული აქვს. იმ ადგილას, სადაც დიდებული ტიტანი იყო მიჯაჭვული გამოჩნდა საბერძნეთში სახელგანთქმული გმირი ჰერკულესი. მან ისრით, რომელიც მიზანს არასოდეს არ ცდებოდა სასიკვდილოდ დაჭრა არწივი, რომელიც კავკასიონის ქედის თავზე ეშვებოდა თავისი სისხლიანი დავალების შესასრულებლად. ჰერკულესმა თავისი კომბლის ერთი დარტყმით დაამსხვრია პრომეთეს ტანზე შემორტყმული ჯაჭვები.
განთავისუფლებული პრომეთე ისევ ადამიანთა შორის იყო და უმსუბუქებდა მათ ისეთ მძიმე ტვირთს რომელიც ცხოვრებამ არგუნათ!

0
376
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0