x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"საშინელ სურათს შევესწარი ლერმონტოვის ქუჩაზე...ესეთი მძიმე შემთხვევა არასოდეს მინახავს ცხოვრებაში"
image


სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ვახო მითაიშვილი ფეისბუქში შემზარავ ამბავზე წერს.


მისი თქმით, სურათს, რომელსაც ლერმონტოვზე შეესწრო, საშინელი სანახავი იყო.


სამბავი ეხება 8 წლის ბიჭუნას და მის ბებიას, რომელიც დილის 6 საათზე ნაგვის ურნაში საკვების ნარჩენებს ეძებდნენ.



"SoS!!!
ხალხნოო ქვეყანა თავზე დახვემხო.

დილის 6:05 წუთია, საშინელ სურათს შევესწარი ლერმონტოვის ქუჩაზე.

ბებო და პატარა ბიჭი ერთად ნაგვის ურნაში იქექებოდა ამ ბებომ აიყვანა ხელში ბავშვი შიგ ურნაში ჩასვა რათა ამ პატარას უფრო მოხერხებულათ ამოეღო გადაყრილი საკვების ნარჩენები, ვუცქერდი გაშეშებული არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მუხლები ადგილზევე მომეკვეთა და ცრემლი მომადგა. ვფიქრობდი ნუთუ ეს მართლა ხდება.

სადღაც 8 წლის ასაკის ბიჭი ნაგვის ურნაში საკვებს ეძებს ბებოსთან ერთად. ჩემი თვალით ვუყურებდი თუ როგორ მიქონდათ პირთან ნაგვიდან ამოღებული საკვები და მიირთმევდნენ ერთად. კოშმარია ხალხნო ხალხი უკვე ნაგავს ჭამს .

29 წლის მანძილზე ესეთი მძიმე შემთხვევა არასოდეს მინახავს ცხოვრებაში, ისე იმოქმედა ამან ჩემზე რომ თქვენთვისაც მინდოდოდა გამეზიარებინა და მაპატიეთ რო დაგთრგუნეთ.

უბედურ დღეშია მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ხალხი გაუბედურებულია და უკვე გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება, ყოველი ახალგაზრდა თუ ხანდაზმული ოცნებობს აქედან წასვლას, კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ ხალხნო, მხოლოდ მთავრობის წევრები არიან მაძღარნი და ხალხს ელემენტარული პურის ყიდვის საშუალება არ გააჩნია, ქარველი ადამიანის გულში ბედნიერება სამუდამოთ გაქრა.

პარლამენტარები, დეპუტატები განცხრომაში არიან ხოლო ანგელოზვით პატარა ბიჭი ნაგავს ქექავს რო გადარჩეს.

მარტო ამ ბებოს და ბიჭუნას ცოდვა არ მოგასვენბთ თქვენ, როგორ გძინავთ და როგორ დებთ ბალიშზე თავს როცა თქვენი ქვეყნის მოსახლეობა ესეთ უკიდურეს გაჭირვებაში გყავთ.

აუცილებლად იღელვებს გაღატაკებულ, დამშეულ ხალხის რისხვა რომელიც დაგაწყდებათ თავს და ცოცხლად შეგჭამთ თქვე გაუმაძღრებო.

P.s. დაეხმარე საქართველოს მოკვდი პენსიამდე."

0
1213
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0