x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134506
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
მადლობა თავისუფლებისთვის და ბოდიში რომ თავისუფლება ტვირთად ვიქციეთ! 9

სტკიოდათ ! ეშინოდათ ! სციოდათ ! არ იცოდნენ ! გარბოდნენ ! მისდევდნენ ! იმალებოდნენ ! ტიროდნენ ! ეწირებოდნენ !
და ეს ყველაფერი ჩვენი მომავალი დღისთვის, თავისუფლებისთვის, იმ გძნობისთვის, რომელიც გარდაცვლილებს და იქ მყოფთ არ ენახათ, მხოლოდ შინაგანად გრძნობდნენ..არ იცოდნენ თავისუფლება და უყვარდათ იგი..არ გაზრდილან თავისუფალ გარემოში და ყველანი ჩვენზე მეტად თავისუფლები იყვნენ...
ლოცულობდნენ ! ევედრებოდნენ ! ბრმად ენდობოდნენ ! და სწამდათ მომავლის..მომავლის, რომელსაც ბევრი მათგანი ვერც კი მოესწრო .
და ეს მომავალი ვართ ჩვენ.. ჩვენ, ის თაობა, რომლებსაც არ გვინახავს ტყვეობა სულის, მონობა გონების, მაგრამ ვერ მივაღწიეთ თავისუფლების და ერთსულოვნების იმ დონეს, რომლითაც გაერთიანებული იყვნენ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები.
და რას ვაკეთებთ?! ვუფასებთ კი მათ ამ თავგანწირვას? ვიხსენებთ კი მათ სათანადოთ?
მხოლოდ სიტყვები, სიტყვები რომლებიც, ერთი შეხედვით ლამაზი მოსამენია, თუმცა გაკეთებული საქმით, მათი სულებისთვის მხოლოდ თვალის ასახვევადაა გამოყენებული..
რას ვაკეთეთ მათი დიადი ხსოვნის პატივსაცემად, გადასაცემად და შემოსანახად?? ხან მემორიალზე დროშას ვაფრიალებთ რომელიმე პარტიის წინააღმდეგ ! ხანაც ზედ დამდგარი ნარკოტიკული თრობის ქვეშ ვცეკვავთ....
მათი თავისუფლების გრძნობა ერის ღირსებაზე გადიოდა და ჩვენი? ჩვენი თავისუფლება მატერიალურ და პირადს ვერ გავაცილეთ !
ჩვენი ქვეყანა უკვე 30-ე 9 პრილს აღნიშნავს..და არავის გასჩენია კითხვა, სწორად დასმული...
რანი ვიყავით და რად ვიქეცით? საიდან წამოვედით და სად მივდივართ? როგორია ჭეშმარიტი თავისუფლება ერის? როგორია ჭეშმარიტი მსხვერპლი თავისუფლებისთვის? და შევდექით კი თავისუფალ, ზნეობრივ და ერთიან სახელმწიფოდ? ისეთად რისთვისაც იბრძოდნენ მაშინ?
იქცა თუ არა თავისუფლება ტვირთად და ვატარებთ თუ არა ამ ტვირთს ღირსეულად.. და რამდენი ტრაგედია გვჭირდება ერთიანობითვის !!!
სტკიოდათ ! შიოდათ ! სციოდათ ! გარბოდნენ ! მისდევდნენ ! კლავდნენ ! მალავდნენ ! ახრჩობდნენ ! სცემდნენ ! და რისთვის???
მათი საქციელი ფასდაუდებელია ხოლო მათი მოტანილი გამარჯვება დაუფასებელი !!!
ვიზიარებ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას და გილოცავთ ამ ტრაგედიის შემდგომ 1991 წლის 9 აპრილის შედეგს !

კოკა ჯახუტაშვილი

სტატიის გამოყენების დროს მიუთითეთ სტატიის ავტორი ! ! !

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:კოკა ჯახუტაშვილი
კოკა ჯახუტაშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0