x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
„ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ...“- მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი

image

თბილისში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ავარიას "აგ­რო­ჰა­ბის" მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­სა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მევ­ლუდ მე­ლა­ძის 16 წლის შვილი ემსხვერპლა.


ცოტა ხნის წინ, მელაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:


„ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას“, -წერს მევლუდ მელაძე.


0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0