x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ჩვენ ვართ ერი... ანუ, ,,მოყვარეს პირში უძრახე,,- თამაზ ჭეიშვილი

"

image

გაიხენეთ, ქართველების მიერ უარყოფილი და სიღატაკეში დაღუპული ფიროსმანი!გალაკტიონ ტაბიძე წერს: - "როდის იქნება ჩემი ჰონორარი, დავიღალე ამდენი გაჭირვებით."

აკაკი წერეთელმა ისე დატოვა წუთისოფელი, ვალების გასტუმრება ვერ მოასწრო!


ვინ მოკლა ტიციანი, მიხეილ ჯავახიშვილი?ქართველმა! ვინ მოაწერა ხელი მათი დახვრეტის მოთხოვნას მწერალთა კავშირის საგანგებო კრებაზე? 37 წელს მცხოვრებმა ბევრმა ქართველმა მწერალმა და პოეტმა!

ვინ მოჭრა გენიოს არსაკიძეს მარჯვენა?ქართველმა!ვინ გაუხვრიტა შუბლი დიდ ილიას?ქართველმა! ვინ გვაშიმშილებს და ვინ გვიქმნის აუტანელ პირობებს 30 წლის განმავლობაში?ქართველები! ეს არის კლასიკა და ეროვნული ტრაგედია!

...და მიუხედავად ამის!

ჩვენ ვართ ერი-ლაზარე“ სულგანტევებული და მკვდრეთით აღმსდგარი!...მრავალგზის.

ჩვენ ვართ ერი დიდი კულტურული წარსულის და უკულტურობით ველურთა განმაცვიფრებელი!

ჩვენ ვართ ერი “ცოტნე დადიანი“ და “შადიმან ბარათაშვილი“!

ჩვენ ვართ ერი მშიერი, მწყურვალი, მაგრამ გულუხვი მასპინძელი!

ჩვენ ვართ ერი, სხვისი მაღმერთებელი და საკუთარის გამანადგურებელი!

ჩვენ ვართ “ერი-მარგალიტი“ მობნეული “ქვეყანასა ნეხვად ქცეულსა ზედა“ ბრწყინვალებითა და სიკაშკაშითა მტრის თვალის დამბრმავებელი და საკუთარ გავლენიან ძეთა ადა ასულთა თვალთაგან დაუნახავნი და განწირულნი!

ჩვენ ვართ ერი ზეგარდმო ნიჭით დაჯილდოებული! სხვათა მოდგმისა და რჯულის გამრთობი, “ლასკალას“ თეატრსა მოსულ იტალიელთა, ფრანგთა, ბრიტანელთა და სხვა ველურ ტომთა შთამომავალ- მოდგმის განმაცვიფრებელი“ხმებითა სირინოზისათა“ ...საკუთარ ქვეყანაში კი უმუშევრობით და უსაქმურობით გალოთებული ან, მეეზოვედ გამწესებული!


ჩვენ ვართ ერი, უნიჭოთა, მაგრამ სისხლით ნათესავთა განმღმერთებელი, ხოლო არასისხლითმონათესავე გენიოსთა არარად ჩამგდები, განმწირველი!

ჩვენ ვართ“ერი მამელუქთა“! სხვათა ომში თავგანწირვით მებრძოლი, საკუთარ ქვეყანაში მამაც და თათვდადებულ მოძმეთა განმგმირავი და სასიკვდილოდ გამმეტებელი!

ჩვენ ვართ ერი “ბაზალეთის ომის“ მძიმე ტვირთად მატარებელი!

ჩვენ ვართ ერი, სხვათა მოხუცთა და დავრდომილთა რუდუნებით და თავგადაკვლით მომვლელი, საკუთარ მოხუც დედათა და მამათა, აგრეთვე უმუშევრად დარჩენილ ძეთა და ასულთა გადასარჩენად!

ჩვენ ვართ “ერი-ილუზიონისტი“ .... უფულოდ, უხელსაქმოდ, უსახსრობით დათრგუნულნი, მაგრამ მტრის გულის გასახეთქად, დღენიადაგ დუქნებ და რესტორნებსავსე, მხიარულად მოქეიფე-მომღერალ - მომცინარი!

ჩვენ ვართ ერი, სხვათა უბადრუკობის აღმშენებელი და საკუთარის განმაცვიფრებელ - გასაოგნებელის დამანგრეველი!

ჩვენ ვართ ერი მარტყოფგამოვლილი, ერი ძეთა: ცურტაველისა, არსაკიძისა, ბეშქენ და ბექა ოპიზრებისა, შოთასი, ვაჟასი, ილიასი, გალაკტიონისა, ტიციანისა, ლადოსი, ნიკალასი, გუდიაშვილისა, დავითისა, გიორგი

..ბრწყინვალისა, ასულისა თამარისა...პატრონი განსაცვიფრებელი დედა ენისა, თვითნაბადისა, ვითარცა ოქროის ლოდი!!

ჩვენ ვართ “ ბედნიერი ერი“...და სულ მუდამ უბედური!
მაგრამ ...ჩვენ ვართ!

ვართ და ვიქნებით უსასრულოდ, ვიდრე არს უფალიი!!
ააამინ! ააამინ! ააამიინ!" - წერს პუბლიცისტი და მწერალი თამაზ ჭეიშვილი




0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0