x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134418
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
ირაკლი ოქრუაშვილის სამეცადინო კონსპექტი ოცნების ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისთვის!!!

image
"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში (ქოცებს ოცნების ქელეხის ფლავი არ გეგონოთ, სოფელს ჰქვია ასე) რუსების მიერ გავლებული მავთულხლართებიდან ზუსტად 1850 მეტრში ანუ ბიზნესის საკეთებლად ყველაზე მაღალი რისკის ზონაში სახელმწიფოს საკუთრებაში ირიცხება 6 ჰექტარი მიწა.

აღნიშნული მიწა ერთი წლის წინ კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და მასზე არსებული დავალიანების გამო შემოსავლების სამსახურმა მიაქცია სახელმწიფო საკუთრებაში, რადგან სახელმწიფოს მიერ აკრძალულია სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა და ამის გამო არ შეიძლებოდა აუქციონზე მისი გასხვისება.

რადგან მიწა ვერ ვიყიდე კერძო მესაკუთრისგან სახელმწიფოს ბიუროკრატიული ბარიერების გამო (მზად ვიყავი დამეფარა მესაკუთრის დავალიანება) და ასევე ვერ ვიყიდე სახელმწიფოსგან, რადგან ქართულ ოცნებას გამოცხადებული აქვს მორატორიუმი სასოფლო მიწების გაყიდვაზე, მივმართე ქონების ეროვნულ სააგენტოს გამოეცხადებინათ აუქციონი მიწის იჯარით გასაცემად.

ქონების ეროვნულ სააგენტოს მიწის გრძელვადიანი იჯარით გაცემა და ბიუჯეტში შემოსავლის მიღება არ უნდა ნეპოტიზმის ან კორუფციის გამო, რადგან მისგან მივიღე უარყოფითი პასუხი სრულიად სასაცილო მიზეზით, თითქოს მიწა არ არის სახელმწიფო საკუთრებაში. არადა რეესტრის მონაცემებით მასზე სახელმწიფოს საკუთრება დასტურდება.


შედეგი:

- მიწა ვერ შევიძინე შემოსავლების სამსახურისგან აუქციონზე, თქვენს (ქართული ოცნების) მიერ გამოცხადებული მორატორიუმის გამო;

- მიწა გრძელვადიანი იჯარით ვერ ავიღე თქვენი (ქართული ოცნების) ჩინოვნიკების ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უუნარობის ან სულაც კორუფციის გამო;

- მიწის შეძენის შემთხვევაში, მიუხედავად მაღალი რისკის ზონისა, მზად ვიყავი ბიუჯეტისთვის გადამეხადა მინიმუმ 60 000 ლარი, რაც დაკარგეთ;

- მიწის იჯარით აღების შემთხვევაშიც კი მასში უნდა ჩამედო 100 000 ლარის ინვესტიცია, რაც ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა და რაც ასევე დაკარგეთ;

- ყოველ წელს სახელმწიფოსთვის უნდა გადამეხადა მიწის გადასახადი, რაც ასევე დაკარგეთ;

- ამ ყველაფრის შედეგად უნდა დამესაქმებინა მინიმუმ 10 ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ არ წავიდოდა ლუკმა-პურის საშოვნად, მაგრამ ეს თქვენთვის დანაკარგი არაა;

- ამ ყველაფრისთვის თქვენივე ბანკებიდან უნდა ამეღო სესხი და თქვენთვის პროცენტი მეხადა, რაც ასევე დაკარგეთ.

დასკვნა:

ა) თქვენს მიერ გამოცხადებული მორატორიუმი საქართველოს მოქალაქეებზე სასოფლო მიწის გაყიდვაზე არის სრული იდიოტიზმი და ხაზინას აკარგვინებს მილიონებს.

ბ) სახელმწიფო უწყებებში თქვენი თაოსნობით გამეფებული ნეპოტიზმი და კორუფცია ასევე აკარგვინებს ხაზინას მილიონებს.

გ) თუ ასე გააგრძელეთ ქვეყანას დედა ეტირება.

პ.ს. მეცადინეობა უფასოა, ოღონდ რამე ისწავლეთ.

პ.პ.ს. გამეცადინებთ მარტივი მაგალითებით, რომ აღქმა გაგიადვილდეთ და თქვენს თავში რამე შევიდეს.

პ.პ.პ.ს. ოცნება და უცოდინრობა სინონიმებია მაგრამ გამო(უ)სწორებადი." წერს ირაკლი ოქრუაშვილი

1
56
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
56
  
2019, 19 აპრილი, 10:17
არაა ეს პატიოსანი კაცი
0 1 1