x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
ჯგუფ ”ნიუტონის” სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი გარდაიცვალა
ჯგუფ ”ნიუტონის” სოლისტი და პიანისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.


ბაბის ერთი შვილი დარჩა.


თამარ ბაბილუა, დიდი ხანია მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა, მას ბოლო პერიოდში გაურთულდა მდგომარეობა..


მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსის მეგობრები წერენ.



როგორც ცნობილია 2015 წელს მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა მან შესძლო საქართველოს რეკორდი დაემყარებინა და 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.


წერდა ინდივიდუალურ მუსიკასაც და სწორედ თამარ ბაბილუა იყო საქართველოს ვარსკვლავის ერთ-ერთი ფინალისტის გიორგი ფრუიძის მიერ შესრულებული სიმღერის "მე მჯერა" ავტორი.


image

0
437
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0