x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რა აკავშირებს ყირიმს, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონსა და გოლანის მაღლობებს?

image

თითოეულ ჩვენგანს ხშირად მოგვისმენია აზრი, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სამართლიანობა იმარჯვებს და ისტორია ყველას გამოუტანს დამსახურებულ განაჩენს, არ აქვს მნიშვნელობა ვისზეა ლაპარაკი - კონკრეტულ პიროვნებაზე, პიროვნებათა ჯგუფზე თუ ქვეყანასა და სახელმწიფოზე.

ასე მოხდა სირიის შემთხვევაშიც:

2018 წლის 29 მაისს სირიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. ახსნა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ ეს რუსეთის გავლენით იქნებოდა გაკეთებული.

არ გასულა 10 თვე ამ მოვლენიდან და ზუსტად
იგივე რეალობის წინაშე აღმოჩნდა სირია - 2019 წლის 25 მარტს ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მან ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა გოლანის მაღლობებზე. ეს არის 1800 კვადრატული კილომეტრის სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია როგორც სირიისთვის, ისე ისრაელისთვის. ეს ტერიტორია ისრაელმა 1967 წელს, 6 დღიანი ომისას დაიკავა, 1981 წელს კი მისი ანექსირება მოახდინა.

ეს ძალიან დიდი დარტყმაა სირიისთვის, მით უმეტეს ახლა, როცა "ისლამური სახელმწიფო" ტერიტორიულად უკვე განადგურებულია და ბაშარ ასადს შანსი მიეცა მომხრეებისთვის დაესაბუთებინა, რომ ძლიერი ლიდერია.

მაგრამ რას ნიშნავს ამერიკის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის ოფიციალურად აღიარება? წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო
0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0