სხვა მკვლელი ციკლონი ქალაქებს ანადგურებს-აპოკალიფსის შედეგად 700 ადამიანი დაიღუპა 2019, 24 მარტი, 14:39 საზარელი ციკლონი გავრცელდა მოზამბიკის, ზიმბაბვეს და მალავის მიმართულებით. მოზამბიკის ხელისუფლებამ 417 დაზარალებულის შესახებ გაავრცელა განცხადება. ზიმბაბვეში ციკლონის შედეგადად 259 ადამიანი დაიღუპა, ხოლო, 56 ადამიანი მალავიში გარდაიცვალა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა შეიძლება გამოითვალოს ციკლონის მიერ გამოწვეული წყალდიდობის უკან დახევის შემდეგ. ამავდროულად, ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის გაეროს ოფისმა გააფრთხილა მოსახლეობა მდინარე ბუზიისა და ზამბეზის ნაპირებიდან გადმოსვლის შესახებ. 23 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზამბიკის დაახლოებით 15 000 მცხოვრებს ესაჭიროება ევაკუაცია. მოზამბიკში, დაახლოებით 350 ათასი ადამიანი კვლავ საფრთხეშია. როგორც იტყობინებოდნენ, ფართომასშტაბიანი აფრიკული ტროპიკული ციკლონი იდაი თავს დაატყდა სამხრეთ აფრიკულ ქვეყნებს და წყალდიდობა გამოიწვია. განადგურებული იქნა სახლები და დაზიანდა ელექროგადამცემი ხაზები მოზამბიკის, ზიმბაბვესა და მალავიში. ამგვარად, მოზამბიკში, 500 -ზე მეტი ადამიანი დაშავდა შენობების ნანგრევების და მოგლეჯილი ხეების დაცემის გამო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ ასეთი მასშტაბის ბუნებრივი სტიქია არ ახსოვთ.
ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა აფრიკაში არსებულ სიტუაციას მასშტაბური და საშინელი უწოდეს. ორგანიზაციის ცნობით, მოზამბიკის ქალაქი ბეირა და მისი გარეუბნები, სიდიდით მეორე ქალაქი მოზამბიკში, ფაქტიურად თითქმის მთლიანად განადგურებულია. "განადგურების მასშტაბი უზარმაზარია. როგორც ჩანს, ამ ტერიტორიის 90% მთლიანად დანგრეულია" - აღნიშნავენ წითელ ჯვარში. ამინდის პროგნოზი არ არის დამაკმაყოფილებელი. ჯერ კიდევ არსებობს გაზრდილი ნალექების რისკი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქარიშხალი ასევე თავს დაატყდა პოლონეთს. იქ ძლიერმა ქარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დაშავდა სამი ადამიანი და ათობით ათასი შენობა ქარიშხლის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
782 1-ს მოსწონს 1-ს არა
|