x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნახეთ, როგორ გამოიყურება პრეზიდენტ მარგველაშვილის კოტეჯი, რომელსაც აქირავებს
ბინების გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდზე – airbnb.com საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დუშეთის კოტეჯი ქირავდება.


აღნიშნული კოტეჯი რეზიდენტმა ორი წლის წინ დუშეთში, მისი სახლის ეზოში ააშენა.

ვებგვერდზე მისი ფასი ერთ დღე-ღამეში 80 დოლარია. განცხადების თანახმად, კოტეჯში ღამის გათევა ერთდროულად სამ ადამიანს შეუძლია.

ბინის მასპინძლად პრეზიდენტის ქალიშვილი, ანაა მითითებული.



მისი გვერდიდან ჩანს, რომ კოტეჯი ვებგვერდზე 2019 წლის მარტიდან განთავსდა. ჯერჯერობით არცერთი ღამე დაჯავშნული არ არის. პირველ სამ სტუმარს 20%–იანი ფასდაკლება ერგება.


როგორც გიორგი მარგველაშვილმა "კურიერთან" ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ ალტერნატიული შემოსავლის ძებნაში ოჯახმა გადაწყვიტა, რომ გააქირაოს კოტეჯი ეზოში, რომელიც პრეზიდენტობის დროს ააშენეს და პირველი ლედის ხელით მოაწყეს.

გასაქირავებელ კოტეჯამდე მიმავალი ბილიკი მარგველაშვილების ბაღ-ბოსტანზე გადის. ექს პრეზიდენტის სტუმრებს სადილზე საკუთარი ხელით მოყვანილ ბოსტნეულს მიუტანს.

ენერგოეფექტური კოტეჯი პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ორი წლის წინ ააშენა. ავეჯი გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ხელით გააკეთა. ინტერიერის დიზაინი ყოფილ პირველ ლედის ეკუთვნის.

ყოფილი პრეზიდენტი მდგმურებთან ერთად ერთ ეზოში იცხოვრებს.

imageimageimageimageimageimageimage


ამავე თემაზე:

ნახეთ, რას წერს ინგა გრიგოლია საქართველოს მეოთხე პრეზიდენტზე


0
146
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0