x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"აი, ეს გოგონაა, ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი, გუშინ კი ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა"

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი, ზურა ბაუჟაძე, ბათუმში, აპენდიციტის ოპერაციის დროს დაღუპული გოგონას შესახებ, სტატუსს აქვეყნებს:



"აი, ეს გოგონა, ფოტოზე ბედნიერი რომაა, გუშინ, დილით ბათუმში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კი ექიმების დაუდევრობა და უცოდინრობა გახდა. ბრმანაწლავით დღეს ადამიანები არსად არ იღუპებიან, არ იღუპებიან ნორმალურ ქვეყნებში. ივნისში ქორწილი ჰქონდა ამ წყვილს დაგეგმილი. ფოტო ნიშნობაზეა გადაღებული, მაგრამ...
ბექა, თანაგიგრძნობ. არ ვიცი მეტი რა გითხრა, ვერც ვერაფერს გეტყვი..." - წერს ზურა ბაუჟაძე.


ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" 28 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა.


ახლობლების თქმით, გოგონა ბრმანაწლავთან დაკავშირებულ პრობლემაზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მისი გაწერა მოხდა.

მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, კლინიკა "მედცენტრში" აღმოჩნდა თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოჯახის წევრები მელანოს გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ.


გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის თქმით, ექი­მებ­მა არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი დას­ვეს, რა­საც მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მოჰ­ყვა.


გარ­დაც­ვლი­ლი მე­ლა­ნო ფუტ­კა­რა­ძის დედა ბა­თუ­მის რე­ფე­რა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მე­ბის დას­ჯას და საქ­მის დრო­ულ გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს.


imageimageimage


0
724
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
724
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0