x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უნიკალური ფოტოპროექტი: ნაყინი - "ხილის ყინული" დაბინძურებული წყლისგან

imageსამმა სტუდენტმა სინბეიდან (ტაივანი) სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში, საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო პროექტი გააკეთა. დიპლომანტებმა ნაშრომი ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემას, კერძოდ კი, წყლის დაბინძურების საკითხს მიუძღვნეს. სტუდენტებმა 100 სხვადასხვა ადგილიდან ჩამდინარე წყლის სინჯები აიღეს და მისგან, არც მეტი არც ნაკლები, სიმბოლური ნაყინი, სახელწოდებით - "ხილის ყინული" გააკეთეს.


image


წყლის ნიმუშები ჯერ ნაყინის ფორმებად გაყინეს, დანომრეს და სპეციალურად, მათთვის საგანგებოდ შერჩეულ ქაღალდის ეკოპარკებში შეფუთეს. თითოეული "შაქარყინული" კი, კონკრეტულად, იმ მისამართზე გააგზავნეს, საიდანაც აღებული სინჯით დაამზადეს.


image

image


ნაყინი პლასტმასის ნარჩენებით, კბილის ჯაგრისის ნაწილებით, პოლიეთილენის პარკებით, ბოთლებით, შესაფუთი მასალებით - ეს იმ 100 ნაირსახეობა ნაყინის არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ასე მდიდარია სინბეის ტერიტორია.



image


სწორედ, ამ უჩვეულო გზით სცადეს დიპლომანტებმა, ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემის მიმართ ხელმძღვანელი პირების ყურადღების მიპყრობა.





0
49
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
49