x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მათი სახელები მსოფლიოში ცნობილია, გარეგნობა კი ბევრისთვის უცნობი
image

მათი სახელები ყველას გვსმენია, შესაძლოა მათი კოლექციიდან სამოსიც კი გვაქვს, მაგრამ როგორ გამოიყურებიან ის ადამიანები, რომელთა სახელებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ეს ბევრმა არ იცის.


1. მარკ ჯეიკობსი, 55 წლის

imageმარკ ჯეიკობსმა 23 წლის ასაკში გამოუშვა თავისი პირველი კოლექცია. 24 წლის იყო, როდესაც ამერიკის მოდელიერთა კავშირის პრესტიჟული პრემია მიიღო.



2.კრისტიან ლაბუტენი, 56 წლის

imageახალგაზრდობაში ის შანელის და ივ სენ ლორანის მოდის სახლებისთვის ქმნიდა ფეხსაცმელს, როგორც შტატგარეშე დიზაინერი. 27 წლის იყო, როცა გადაწყვიტა საკუთარი კომპანია შეექმნა და მაღაზიაც გახსნა. მისი ფეხსაცმელი მალე გახდა პოპულარული სამეფო ოჯახის წარმომადგენლებსა თუ ჰოლივუდის ვარსვლავებში. მისი ცნობილი წითელლანჩიანი ფეხსაცმელი კი ყველაზე ცნობილი მოდური ტრენდია.


3.მაიკლ კორსი, 59 წლის

imageის ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა მშობლების სარდაფში დაიწყო სამოსის შექმნა და გაყიდვა. 17 წლისამ ნიუ-იორკის მოდის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა, თუმცა 9 თვის შემდეგ სწავლას თავი დაანება და მოდური სამოსის ბუტიკში დაიწყო მუშაობა.4 წლის შემდეგ ამავე მაღაზიაში წარმოადგინა ქალის სამოსის საკუთარი ხაზი.


4.ტომი ჰილფიგერი, 67 წლის

imageტომი 20 წლის იყო, როცა საკუთარი სამოსის მაღაზია გახსნა, მაგრამ 5 წელში გაკოტრდა. 28 წლისამ საკუთარი კომპანია დააარსა, 6 წლის შემდეგ კი სპონსორების დახმარებით შექმნა კორპორაცია Tommy Hilfiger, რომელიც მალე მსოფლიოს ერთერთ წამყვან ბრენდად იქცა.


5.კრისტიან ლაკრუა, 67 წლის

imageკრისტიანს სურდა მუზეუმის კურატორი გამხდარიყო და ამ მიზნით პარიზში გადავიდა, სადაც სორბონას უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. კრისტიანი მალე სამოსის დიზაინით დაინტერესდა და 24 წლისამ საკუთარი მოდის სახლი დააარსა.


6.მიუჩა პრადა, 69 წლის

imageმარიო პრადას უმცროსი შვილიშვილი 29 წლის იყო, როცა ოჯახური ბიზნესი ჩაიბარა - ფუფუნების საგნების წარმოება. 40 წლის იყო, როცა ქალის სამოსის ხაზი წარმოადგინა, 5 წლის შემდეგ კი მამაკაცებისთვისაც შექმნა კოლექცია. 2014 წელს Forbes-მა ის მსოფლიოს გავლენიანი ქალების სიაში შეიყვანა.


7.ჯიმი ჩუ, 70 წლის

imageჩუმ თავისი პირველი ფეხსაცმელი 11 წლის ასაკში შექმნა. მალაიზიიდან დიდ ბრიტანეთში გადავიდა, რომ ტექნიკურ კოლეჯში ესწავლა. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო დიზაინერულ ფირმაში და მალე ფეხსაცმელების მაღაზიაც გახსნა. მისი ოსტატობა და დიზაინი ლონდონის მოდის კვირეულზე მალე შეამჩნიეს და მისი მსოფლიო აღიარებაც აქედან იწყება.


8.ეძი იამამოტო, 75 წლის

imageმან იურიდიულ კარიერაზე თქვა უარი, რომ დედას დახმარებოდა სამკერვალო ბიზნესში, სადაც მკერავისთვის საჭირო უნარები შეიძინა. ამის შემდეგ გადაწყვიტა მოდის კოლეჯში ესწავლა. მისი დებიუტი პარიზში შედგა 1982 წელს და აქედან დაიწყო მისი მსოფლიო აღიარება.


9.კელვინ კლაინი, 76 წლის

imageახალგაზრდობაში კელვინი ნიუ-იორკის სხვადასხვა მოდის სახლებთან თანამშრომლობდა და ფულს ქუჩის მხატვრობითაც შოულობდა. 26 წლის იყო, როცა ბავშვობის მეგობარ ბარი შვარცთან ერთად ნიუ-იორკში ფირმა კელვინ კლაინი დააარსა, რომელიც მამაკაცის ხაზზე იყო სპეციალიზებული, თუმცა შემდეგ ქალის ხაზიც დაემატათ.


10.მანოლო ბლანიკი, 76 წლის

imageმანოლოს კარიერა 28 წლის ასაკში დაიწყო ლონდონში სადაც ის ჟურნალ Vogue-ში სვეტს აწარმოებდა ფეხსაცმლის შესახებ. ერთი წლის შემდეგ კი ფეხსაცმლის საკუთარი ბუტიკი გახსნა.32 წლის ბლანიკი მეორე მამაკაცი გახდა ისტორიაში, რომელიც ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე მოხვდა. მის ფეხსაცმელს სერიალ “სექსი დიდ ქალაქში"-ს მეხუთე ვარსკვლავად მოიხსენიებდნენ (ოთხი მთავარი გმირის შემდეგ).


11.რობერტო კავალი, 78 წლის

imageახალგაზრდობაში კავალი საფეიქრო საქმეს სწავლობდა. ამან ისე გაიტაცა, რომ სწავლა მიატოვა და ქსოვილზე ბეჭდვის საკუთარი ბიზნესი დაიწყო.32 წლის იყო, როცა თავისი პირველი კოლექცია წარმატებით წარმოადგინა პარიზში, მალე კი თავისი ბუტიკი გახსნა სენ-ტროპეში და სამოსის საკუთარი ხაზის შექმნა დაიწყო.


12.კენზო ტაკადა, 80 წლის

imageტოკიოს მოდის სკოლის დამთავრების შემდეგ 25 წლის კენზომ პარიზში გადასვლა გადაწყვიტა. 6 წლის შემდეგ თავისი პირველი გამოფენა წარმოადგინა გალერეა ვივიენში, მისი ერთი მოდელი კი ჟურნალ Elle-ის გარეკანზე მოხვდა. 44 წლისამ მამაკაცებისთვის გამოუშვა კოლექცია, 5 წლის შემდეგ კი ქალების პარფიუმერული ხაზი წარმოადგინა.


13.ლუჩანო ბენეტონი, 83 წლის

imageმამის გარდაცვალების შემდეგ ლუჩანო იძულებული იყო სწავლისთვის თავი დაენებებინა და მაღაზიაში დაეწყო მუშაობა. მოგროვილი ფულით მან საქსოვი მანქანა იყიდა და ფერადი სვიტერების კოლექცია შექმნა. 30 წლისამ თავის დასთან და ორ ძმასთან ერთად Benetton Group დააარსა.


14.პაკო რაბანი, 85 წლის

imageპაკო სხვადასხვა მოდის სახლებთან თანამშრომლობდა. 32 წლის იყო, როცა პარიზში ქაღალდით, მეტალით და პლასტმასით შექმნილი კოლექცია წარადგინა და პრესის ყურადღება მიიპყრო. 34 წლისამ საკუთარი მოდის სახლი დააარსა.


15.პიერ კარდენი, 96 წლის

image14 წლიდან მემაუდესთან მუშაობდა და დიზაინს სწავლობდა. 24 წლის იყო როცა ატელიე Christian Dior-ის ხელმძღვანელი გახდა, სამი წლის შემდეგ კი საკუთარი მოდის სახლი დააარსა და მსოფლიო დიდება მოიპოვა.


0
394
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
394
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0