x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
იტალიაში აფრიკელმა მიგრანტმა ბავშვებით სავსე ავტობუსი გაიტაცა და ცეცხლი წაუკიდა
image
მილანის გარეუბანში მძღოლმა ბავშვებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, რამდენიმე პოლიციის ავტომობილი ტარანით გაიტანა, შემდეგ კი ავტობუსს შიგ მსხდომ ბავშვებთან ერთად ცეცხლი წაუკიდა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ბავშვს ხელები გაუკრა.


როგორც ცნობილი გახდა, სანამ ავტობუსს ცეცხლს წაუკიდებდა, ბავშვებს უთხრა:"არავინ გადარჩება". თუმცა ფაქტობრივად მსხვერპლი არ ყოფილა - ბავშვებმა შეძლეს გათავისუფლება, ისინი უკანა მინიდან გადმოძვრნენ, რომელიც პოლიციამ ჩაამსხვრია.

image

ინციდენტის შემდეგ 14 ბავშვი კვამლით მოიწამალა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




"ეს იყო სასწაული, შესაძლოა საშინელი ტრაგედია დატრიალებულიყო"-აღნიშნა მილანის მთავარმა პროკურორმა, ფრანჩესკო გრეკომ.

image


დამნაშავე დააკავეს, იგი აღმოჩნდა იტალიაში მცხოვრები 47 წლის სენეგალელი. როგორც ბავშვებთან ერთად მყოფმა მასწავლებელმა განაცხადა, მძღოლი ხშირად აკრიტიკებდა იტალიის საიმიგრაციო პოლიტიკას.


ავტობუსში სულ 50 ბავშვი და რამდენიმე მასწავლებელი იყო, ისინი ქალაქ ვაილატი-დი-კრემადან სპორტდარბაზში მიემგზავრებოდნენ, თუმცა ავტობუსმა მოულოდნელად მილანის აეროპორტისკენ გადაუხვია. ამ დროს მძღოლმა დანა ამოიღო და მუქარა დაიწყო. ერთ-ერთმა მოწაფემ მოახერხა მშობლებთან დარეკვა, სწორედ მათ მიმართეს პოლიციას.


პოლიცია რამდენჯერმე გადაუდგა წინ ავტობუსს, თუმცა ავტობუსმა კორპუსით გაიტანა ავტომობილები.


ბოლოს მძღოლმა ავტობუსი გააჩერა, გადაასხა ბენზინი და ცეცხლი წაუკიდა, საბედნიეროდ, პოლიცია დროზე დაეწია და სანამ ავტობუსი ბოლომდე დაიწვებოდა, მანამდე მოასწრო მგზავრების გამოყვანა.


დაწყებულია გამოძიება, დიდი ალბათობით, დანაშაულს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭება.


0
81
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0