x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
“ერთხელ, ძალიან რომ მიჭირდა, თქვენ ტაძრიდან 2 ბოთლი ზეთი და 10 ლარი გამომატანეთ.. "
საქართველოში ბოლო პერიოდში სასულიერო პირებზე უარყოფითი კომენტარების წერა უკვე ჩვევად იქცა.


სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით პოსტებს მამაოების ლანძღვაზე.


ბოლო პერიოდის სკანდალი მამა პეტრეს ინტერვიუც გახდა, რომელიც საზოგადოებამ უარყოფითად მიიღო და პეტრე კოლხი შეურაცხყოფის ქარ-ცეცხლში გაატარა.


მას ამ დრომდე უპირისპირდება საზოგადოების ნაწილი, თვით პეტრე კოლხი კი მშვიდად ცდილობს ამ აგრესიის მოგერიებას.



ამ ყველაფრის ფონზე ძალიან სასიამოვნოა ისეთი ინფორმაციის წაკითხვა, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს.


ნარიყალას მონასტრის წინამძღვარი, მამა გიორგი თევდორაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საინტერესო ისტორიას ავრცელებს.

გავრცელებულ ფოტოში ნათლად ჩანს უცნობი ადამიანის წერილი, თუ როგორ უხდის სიკეთისთვის სამაგიეროს.


მოძღვარს 100 ლარიანი დახვდა წარწერით :


“ერთხელ, ძალიან რომ მიჭირდა, თქვენ ტაძრიდან 2 ბოთლი ზეთი და 10 ლარი გამომატანეთ.. ეს იმასთან არაფერია, თუ დამიჯერებთ. ქრისტე არს ჩვენ შორის” – წერს ადამიანი, რომლის ვინაობაც გაურკვეველია.


აღნიშნულ ფოტოს უამრავი მოწონება, გაზიარება და დადებითი კომენტარი აქვს.



როგორც მომხმარებლები ფოტოს კომენტარებში წერენ, ასეთი მამაოებით დგას ჩვენი რელიგია და სიკეთე არასოდეს იკარგება.


imageimage


ასევე დაგაინტერესებთ:


პეტრე კოლხის სკანდალური ინტერვიუ - რას პასუხობს მამაო აღშფოთებულ საზოგადოებას

"მეგობრები დამიკავშირდნენ, მოგვეცი უფლება, პასუხი მოვთხოვოთო... მე ვერც ამას დავუშვებ.."


0
273
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0