x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134423
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ვინ არის და რატომ აპირებდა 51 ბავშვის დაწვას სასკოლო ავტობუსის მძღოლი?

image

მემარჯვენე რადიკალიზმი არის გამოწვევა, რომელსაც დღეს ებრძვის ევროპა. ძნელი სათქმელია, რომელი უფრო დიდი საფრთხეა - ულტრამემარჯვენე იდეოლოგია თუ მემარჯვენე რადიკალიზმი. რეალურად, ყველაფერი რადიკალური ისედაც საფრთხეს წარმოადგენს.

ეს გამოწვევები პირდაპირ არის დაკავშირებული ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან. ჩვენ სხვა ბლოგებშიც გვითქვამს და ახლაც ვიტყვით, რომ მიუხედავად გარეგნული ერთიანობისა, რეალურად ევროკავშირი დღეს ორ ბანაკად არის გაყოფილი. ერთ ბანაკს წარმოადგენს გერმანია, საფრანგეთი და მათი თანამოაზრეები, რომელნიც ტრადიციულ, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს ემხრობიან, მეორე ბანაკში არიან უნგრეთი, პოლონეთი,
ახლა უკვე იტალიაც, ავსტრია და სხვები, რომელნიც უკვე დაუფარავად ებრძვიან ლიბერალურ ღირებულებებს. მათ ხშირად მემარჯვენე პოპულისტებსაც უწოდებენ.


ამ ორ ბანაკს შორის გაუგებრობის მიზეზი კი არის დამოკიდებულება არალეგალურ მიგრაციასთან - არალიბერალებს საზღვრების მკაცრად კონტროლი სურთ, ლიბერალებსაც სურთ საზღვრების კონტროლი, ოღონდ ისე, რომ არალეგალ მიგრანტებსაც მისცენ თავშესაფარი.

გუშინ იტალიაში, მილანთან მომხდარი შემთხვევა კი ეჭვგარეშეა, რომ არალიბერალების წისქვილზე დაასხამს წყალს.
47 წლის სენეგალური წარმოშობის იტალიის მოქალაქე სკოლის ავტობუსის მძღოლმა 51 მოსწავლე გაიტაცა. ავტობუსში მასწავლებელიც იმყოფებოდა. როგორც მან მოჰყვა, ოსეინუ საი იტალიის საიმიგრაციო პოლიტიკაზე იყო განაწყენებული და დაიმუქრა: "შეაჩერეთ ზღვაზე სიკვდილი, ხოცვა-ჟლეტვას დავიწყებ!" წაიკითხეთ ვრცლად
0
52
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0