x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
32 ნივთი წარსულიდან.ზოგიერთის დანიშნულებას ნამდვილად ვერ მიხვდებით!
image

ნივთები, რომელთაც დღეს ვიყენებთ წარსულში სულ სხვაგვარად გამოიყურებოდნენ, ზოგიერთი მათგანი კი სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა. მათი შემხედვარე მხოლოდ ის შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ჩვენს წინაპრებს მოთმინების კარგი უნარი და უცნაური გემოვნება ჰქონდათ.გთავაზობთ ნივთების ნუსხას არც ისე შორეული წარსულიდან, რომელთა არსებობა დღეს მხოლოდ გაოგნებას იწვევს.


1.წინსაფარი ყინულისთვის

imageროგორც ამ წინსაფრის მწარმოებლები ირწმუნებოდნენ, ბუნებაში დასვენების მოყვარულები აღფრთოვანებულნი უნდა ყოფილიყვნენ ამ გამოგონებით. თუმცა, რას გრძნობდა ადამიანი, რომელსაც ეს წინსაფარი ეკეთა-უცნობია.



2.“ჯედაის მუზარადი"

imageარც ისე შორეულ წარსულში ამ მუზარადით მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას ატარებდნენ.


3.ტყვიის ფირფიტები მეძუძური დედებისთვის

imageმე-18 თუ მე-19 საუკუნეებში ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ტყვიის მავნე გავლენის შესახებ, ამიტომ, ქალბატონები ხშირად ყიდულობდნენ ამ ნაწარმს, რომ ძუძუს წოვების დროს ძუძუსთავების დახეთქვა თავიდან აეცილებინათ.


4.ბურდალიუ

imageეს ქალების ღამის ქოთანი გახლდათ XVII–XVIII საუკუნეებში.უზარმაზარი კაბების გამო ქალები საპირფარეშოში არ დადიოდნენ, ამისთვის ბურდალიუ გამოიყენებოდა.


5.პისუარი

imageმამაკაცები კი ასე იკმაყოფილებდნენ ბუნებრივ მოთხოვნილებას, ოთახიდან გაუსვლელად.


6.ელექტრო მაგნიტური მანქანა ნევროზის სამკურნალოდ

imageადრე სჯეროდათ, რომ ელექტროობით უამრავი დაავადების განკურნება იყო შესაძლებელი.


7.ბლენდერი ბავშვთა კვებისთვის

imageსაფრანგეთი.1930-იანი წლები.


8.მექანიკური ადამიანი

imageმე-19 საუკუნის გერმანული სათამაშო, რომელიც აკორდეონზე უკრავს.


9.რენტგენის აპარატი

imageსაფრანგეთი, მე-20 საუკუნის დასაწყისი.


10.მყარი დისკი

imageასე გამოიყურებოდა 1979 წელს 256 მბ მოცულობის მყარი დისკი.დღეს ყველაზე იაფფასიანი სმარტფონიც კი 30-ჯერ მეტ ინფორმაციას იტევს.


11. მიკი მაუსი

imageყურადღება მიაქციეთ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ამ მიკი მაუსის ტრანსპორტირებას ახდენენ. აშშ. 1934წ.


12.საცურაო კოსტიუმი

imageეს მამაკაცი შეუფერებელი საცურაო კოსტიუმის გამო დააჯარიმეს. ჰოლანდია, 1931წ.


13.ვიბრობიუსტჰალტერი

imageმისი დანიშნულება მკერდის გამკვრივება გახლდათ. 1971წ.


14.საბავშვო ეტლი, რომელიც საფეხურებზე ადის

image

ექიმი ვილჰელმ პეტერსონი თავისი გამოგონების დემონსტრირებას ახდენს-1958წ.


15.თოჯინა “გაყინული შარლოტა"

imageფაიფურის თოჯინა მინიატურულ კუბოში, რომელზეც აწერია : “ბევრს ნუ ლაპარაკობ". ამ თოჯინას გაყინულ შარლოტას ეძახდნენ და ის ბალადის მიხედვით შეიქმნა, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ დაიღუპა პატივმოყვარე გოგონა თავისი ლაყბობით. აშშ, მე-19 საუკუნე.


16.რობოტი ჩვილი

imageამ მექანიკური მცოცავი თოჯინის გაყიდვები ჩავარდა. არა გარეგნობის, არამედ მისი წონის გამო. აშშ, მე-19 საუკუნის მიწურული.


17.“მოხამხამე" საათები

imageეს საათები ძალიან პოპულარული იყო მე-19 საუკუნის მიწურულს. ამ პატარა ქანდაკებების თვალები ზემოთ და დაბლა მოძრაობდა საათის ისრებთან ერთად.


18.კობე

imageკობე იაპონური სათამაშოა. ასე ერთობოდნენ 100 წლის წინ იაპონელი ბავშვები.


19.გასაბერი ბიუსტჰალტერი

imageსაფრანგეთი, 1950-იანი წლები.


20.საკარნავალო ნიღბები

imageვენეცია, 1930წ.


21.სათამაშო საყასბო

imageინგლისი, დაახლოებით 1840წ.


22.კონტრაცეპტივი ქალებისთვის

imageინგლისი, 1915წ.


23.კოვზის ვენტილატორი

imageაშშ, 1948წ.


24.სახის ვიბრომასაჟორი

imageმასაჟორი სახის კანის გადასაჭიმად, ევროპა, 1900-იანი წლები.


25.მუზარადი “ვირტუალური რეალობა"

imageთეორიულად, ასეთ მუზარადს ადამიანის დამოკიდებულება უნდა შეეცვალა გარე სამყაროსადმი.გერმანია, 1967წ.


26.ნაძვის ხის სათამაშო

imageორსახოვანი სათამაშო. გერმანია, მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი.


27.გალია ადამიანისთვის

imageეს “მორისონის თავშესაფარია". მეორე მსოფლიო ომის დროს მათ ადამიანის სიცოცხლე უნდა ეხსნათ დაბომბვით გამოწვეული ნგრევისგან. ინგლისი, 1941წ.


28.მოსიარულე ბიბლიოთეკა

imageლონდონი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლები.


29.მობილური კონდიციონერი

imageგზისპირა კაფის თანამშრომელი სალონს აგრილებს, სანამ მგზავრები სადილობენ.


30.მეხანძრეთა ჩაფხუტები

imageეს ჩაფხუტები დარტ ვეიდერს და ანდროიდ C-3PO-ს გვაგონებენ.საფრანგეთი, მე-19 საუკუნე.


31.ჭკვიანი საათები

imageამ მოდელში Seiko-მ თამაშები და მინი პრინტერი დაამონტაჟა. იაპონია, 1984წ.


32.კბილის პასტა ვისკით

imageმწარმოებლები გემოს შემცვლელს კი არა, ნამდვილ ვისკის იყენებდნენ. აშშ, 1961 წ.

0
244
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0