x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მასწავლებელთა ყველაზე დაბალი ხელფასიც კი ევროპაში საქართველოში არსებულს 8-ჯერ აღემატება

მასწავლებელთა ყველაზე დაბალი ხელფასი ევროპაში საქართველოს მასწავლებელთა ხელფასს 8-ჯერ აღემატება


image


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონიტორინგით დამწყებ მასწავლებელთა საშუალო წლიური ხელფასი აშშ-შ დაწყებით სკოლაში 39 000 დოლარია, ხოლო ვეტერინარი მასწავლებლის - 67 000 დოლარი.


OECD-მა გამოიკვლია ქვეყნები, სადაც მასწავლებელთა ხელფასი ყველაზე მაღალი ან დაბალი იყო.


ყველაზე მაღალი ხელფასი დამწყებ მასწავლებელს ლუქსემბურგში მიეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი გამოცდილების გარეშე მასწავლებელი წელიწადში 70 000 დოლარს მიიღებს. ვეტერინარი მასწავლებლისთვის განსაზღვრული ხელფასი კი 124 000 დოლარია.


ევროპის დაწყებით სკოლებში ყველაზე მაღალი ხელფასები გაიცემა:


⦁ ლუქსემბურგში - 124 000 დოლარი
⦁ შვეიცარიაში - 86 000 დოლარი
⦁ კორეაში - 85 000 დოლარი
⦁ გერმანიაში - 75 000 დოლარი
⦁ ავსტრიაში - 74 000 დოლარი


image

ევროპის დაწყებით სკოლებში ყველაზე დაბალი ხელფასი სლოვაკეთში გაიცემა, რომელიც რიცხობრივად წელიწადში 22 000 აშშ დოლარს გულისხმობს.
2017-2018 წლის მონაცემებით საქართველოს პრაქტიკოს მასწავლებელთა საშუალო წლიური ხელფასი დანამატებითურთ 7 356 ლარია. თუ მას გადავიყვანთ საერთაშორისო ვალუტაში, მივიღებთ 2 829 აშშ დოლარს.


მაშასადამე, გამოდის რომ საქართველოს პრაქტიკოს მასწავლებელთა საშუალო წლიური ხელფასი ევროპის ყველაზე დაბალ ანაზღაურებადიან ქვეყანასთან შედარებითაც კი 8 ჯერ ნაკლებია.


საქართველოს მასწავლებელთა ხელფასი ლუქსემბურგში გაცემულ ხელფასთან შედარებით დაახლოებით 44-ჯერ ნაკლებია.



high school science classroom

ევროპული High school შეესაბამება ჩვენს - საშუალო სკოლის სისტემას.


ევროპული High school მასწავლებელს უფრო მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ზემოთ დაწყებითი სკოლის მასწავლებელს ჰქონდა. ევროპის საშუალო სკოლის მასწავლებელთა უმაღლესი ხელფასი კვლავ ლუქსემბურგშია(138 000 აშშ დოლარი). ხოლო უდაბლესი -ლიტვაში(20 000 აშშ დოლარი).


აღსანიშნავია, რომ ჩვენ მეზობელ თურქეთში საშუალო სკოლის მასწავლებელთა წლიური ანაზღაურება 45 000 დოლარია.



image

თქვენთვის საინტერესო თემები

--------------------------

ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტს შორის 1100-ე ადგილს იკავებს


--------------------------

მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა

--------------------------

U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!

--------------------------

საქართველოს მასწავლებელთა ხელფასი აფრიკის ქვეყნებში გაცემულ ხელფასზეც ნაკლებია!

--------------------------

რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?

--------------------------

''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა

--------------------------

ქართველ სტუდენტთა 41, 2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას, რამდენიმე 10 000-სს კი სტატუსი უკვე შეუჩერდა

--------------------------

2018 წლის კვლევა და შედეგები: ა)ქართველი მოზარდები უფრო ადრეულ ასაკში ხდებიან სტუდენტები, სხვა ევროპელებთან შედარებით. ბ)ყველაზე მოთხოვნადი და არაპოპულარული ფაკულტეტები.

-----------------------------------------------------------------

2
248
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
248
  
2019, 24 თებერვალი, 9:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 23 თებერვალი, 12:23
ჩვენთან მარტო ევროპული გადასახადებია
0 1 2