x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადოლფ ჰიტლერს მხოლოდ ერთი კვერცხი ჰქონდა?
ჰიტლერი1923 წელს ჰიტლერი პუტჩის უშედეგო მცდელობისთვის იჯდა ციხეში


1916 წელს ჰიტლერმა მონაწილეობა მიიღო სომის ბრძოლაში. ეს იყო ყველაზე სისხლიანი ბრძოლა, რაც კი ადამიანთა მოდგმას მანამდე თავს გადახდენოდა. ნამდვილი ხორცსაკეპი. ამ ბრძოლაში ერთ მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა. ანტანტა 40 კილომეტრის რადიუსში უტევდა გერმანელებს და ავსტრიელებს. გერმანელები და ავსტრიელები კი თავს იცავდნენ. ჰოდა, ამ ბრძოლაში ჰიტლერს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა სასქესო ორგანოში და კვერცხი დაუზიანა. მოგვიანებით სანიტარმა იოჰან ჟამბორმა ამოაჭრა დაზიანებული კვერცხი.


ჟამბორის სიკვდილიდან 23 წლის შემდეგ, 2008 წელს მოხერხდა დოკუმენტის გამომზაურება, სადაც არის აღწერილი ყოფილი სანიტრის და მღვდელ ფრანტიშეკ პავლარის საუბარი, რომელიც 1960 წელს შედგა და სადაც იოჰან ჟამბორი 1916 წლის სომის ბრძოლას და ჰიტლერს იხსენებს.


სხვა წყაროებიდანაც ცნობილია, რომ ჰიტლერს მამაკაცური ფუნქცია დაქვეითებული ჰქონდა. გამოცემა "დი ველტი" იუწყება, რომ წააწყდა 1923 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტს, სადაც შავით თეთრზე იყო აღნიშნული, რომ ნაცისტების ბელადი "მარჯვენა მხარის კრიპტორქიზმით" იტანჯებოდა.



ჰიტლერი საკუთარი სქესობრივი უუნარობის გამო მთელ მსოფლიოზე იყო გაავებული. გაავება და ბოროტებისკენ სწრაფვა ხომ ხშირად (თუმცა არა ყოველთვის) დაქვეითებული სექსუალური ფუნქციის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.


ცალკვერცხა და სანახევროდ იმპოტენტი ჰიტლერი ბევრ ვერაფერ სიამოვნებას ვერ პოულობდა სექსში და ჯავრს უდანაშაულო ადამიანებზე – ებრაელებსა და ჰომოსექსუალებზე იყრიდა.

0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0