x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კიდევ ერთი თავის მოჭრა საქვეყნოდ: ანტალიაში ცხინვალის 5 ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

ანტალიაში ცხინვალის 5 ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს


image


"ცხინვალი", რომელიც წინასასეზონო შეკრებას თურქეთში გადის, დიდ სკანდალში გაეხვია.


turkiyegazetesi.com–ის ინფორმაციით, ქართული კლუბის 5 ფეხბურთელი სავაჭრო ცენტრში ქურდობისას დააკავეს. გამოცემა წერს, რომ საუბარია გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ.


გამოცემის ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ, კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორი, შარვალი და მსგავსი 9 ნივთი აკლდათ, რის შემდეგაც პოლიციას გამოუძახეს. ეს ამბავი თურქული დროით 17:45 საათზე მოხდა.



სამართალდამცავებმა, ადგილზე ვიდეოკამერები შეამოწმეს, სადაც დაფიქსირებული იყო ავტომობილი, რომლითაც ბელეკიდან ანტალიაში გადაადგილდნენ ქართველი ფეხბურთელები და სწორედ ავტომანქანის ნომრების წყალობით შეძლეს ეჭვმიტანილების დაკავება.




8
148
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
148
  
2019, 25 თებერვალი, 12:07
ჩემი ძმა გერმანიის მოქალაქეა ოჯახით ცხოვრობს წლებია.
სურათი გამომიგზავნა მიუნხენიდან, სუპერმარკეტის შესასვლელში ქართულ ენაზე დაწერილი აბრაა-ნუ მოიპარავ, კამერებია ჩართული.
გული მომიკვდა, ქართველი მეფეები იერუსალიმში გაშლილი დროშით შედიოდნენ ახლა კი კრიმინალების გადამკიდე წესიერ ხალხსაც ექმნება პრობლემები ისრაელში მომლოცველებად ჩასულებსაც კი. :(
2019, 25 თებერვალი, 1:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 23 თებერვალი, 20:30
სამწუხაროდ კი, მაგრამ როგორც ქუხს ისე არ წვიმს ხშირად.
ქართველი კრიმინალების გადამკიდე სპორტსმენებზე ტყდება ჯოხი.
2019, 23 თებერვალი, 17:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 23 თებერვალი, 12:15
მე თქვენი მესმის, მაგრამ ჟურნალისტის ვალია უდანაშაულობის პრეზუმცია აუცილებლად დაიცვას.
2019, 23 თებერვალი, 11:46
ამის შესახებ თავდაპირველად თურქულმა მედიამ სწორედ ასე გააშუქა, შესაბამისად წარმოადგენს პირველად ინფორმაციას,
2019, 23 თებერვალი, 11:36
ჩემი თხოვნა იქნება სხვა დროს გადაამოწმოთ ინფორმაცია, ქურდობისას არცერთი ქართველი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ დააკავეს სავაჭრო ცენტრში დანაკლისის აღმოჩენის მერე, ხუთივე ფეხბურთელი მალევე გაანთავისუფლეს, პრობლემა იყო ნაყიდი საქონლის საიდენტიფიკაციო აპარატში, რამაც გამოიწვია ეს გაუგებრობა.
ასე, რომ მეტისმეტად ხმამაღალი განაცხადია: "კიდევ ერთი თავის მოჭრა საქვეყნოდ".
უდანაშაულობის პრეზუმციასაც არღვევთ სამწუხაროდ, ეყრდნობით თურქული პრესის მასალებს და არ ეცნობით ქართული საკონსულოს განცხადებას.
2019, 22 თებერვალი, 5:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8