x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ირაკლი შიოლაშვილმა ნაცმოძრაობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციას მხარი დაუჭირა
image


პარლამენტში კენჭი უყარეს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ვიცესპიკერ ირმა ინაშვილის რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც სააკაშვილ-ბოკერიას გუნდი დამნაშავე რეჟიმად უნდა გამოცხადდეს. ამ მოთხოვნით ფრაქცია „პატრიოტებმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით 250 000 ხელმოწერა შეაგროვეს.


როგორც მხარდამჭერთა სიიდან ირკვევა, ნაცმოძრაობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 38-მა დეპუტატმა. მათ შორის მხარდამჭერთა რიცხვშია სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ირაკლი შიოლაშვილიც.


სია ასე გამოიყურება: ირაკლი აბუსერიძე, რევაზ არველაძე, ლევან ბეჟანიშვილი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გოგა გულორდავა, ალექსანდრე ერქვანია, გიორგი თორთლაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, პაატა კვიჟინაძე, კობა კობალაძე, ლევან კობერიძე, კარლო კოპალიანი, კობა ლურსმანაშვილი, იოსებ მაკრახიძე, სულხან მახათაძე, პაატა მხეიძე, კობა ნაკაიძე, კობა ნარჩემაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გია ჟორჟოლიანი, ირაკლი ტრიპოლსკი, გედევან ფოფხაძე, ნუკრი ქანთარია, მერაბ ქვარაია, ირაკლი შიოლაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ოთარ ჩრდილელი, ზვიად ძიძიგური, მირიან წიკლაური, გივი ჭიჭინაძე, შოთა ხაბარელი, ფატი ხალვაში და თენგიზ ხუბულური.



საბოლოო ჯამში, ხმები არასაკმარისი აღმოჩნდა. შედეგად, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა.


რეზოლუციის პროექტს სულ 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის 17 წევრი წავიდა და ამ შედეგით პროექტი ჩავარდა. აღნიშნული რეზოლუცია პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს განიხილა, თუმცა კენჭისყრაზე დღევანდელი სესიის ბოლოს დადგა. როგორც კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობა რეზოლუციის პათოსს ეთანხმება და იზიარებს, რომ წინა ხელისუფლება დანაშაულებრივ რეჟიმს წარმოადგენდა, თუმცა იმის გამო, რომ დოკუმენტის მიმართ არსებობს სამართლებრივი შენიშვნები, მხარს ვერ დაუჭერენ.


„თუკი პროექტი ამ ნაწილში გადაიხედება, მზად ვართ ასეთი რეზოლუციის მიღებაზე ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ბოკერია-სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის სტატუსი უნდა მინიჭებოდა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულიყო.


0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0