საზოგადოება 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს დაწესებულებაში გაასამართლებენ 2019, 21 თებერვალი, 0:23
გორში მოკლული 8 წლის ნანიკო ბერიაშვილის საქმეზე ბრალდებულის, იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში ხვალ გაიმართება.
ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
პროცესი, რომლის მიმდინარეობისას სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს, პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდოდ ბრალდებულის უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმართება.
ნანიკო ბერიაშვილი მოკლული 25 ოქტომბერს იპოვეს . ბრალდებული წარსულში ასევე მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. 106 1-ს არ მოსწონს
|