x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
საბავშვო ბიბლია, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო

იყო დღე და იყო ღამე

თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. დედამიწა იყო ცარიელი ბნელით მოცული. უფლის სული ლივლივებდა წყლების ზემოთ.

image

ღმერთმა თქვა :

– იყოს ნათელი!

და უეცრად შეიქმნა ნათელი.

ღმერთმა დაინახა, რომ ნათელი კარგი იყო .

უწოდა მას “ დღე " და განაცალკევა ბნელისაგან . “ ბნელს კი უწოდა “ ღამე".

image

ღმერთმა თქვა :

-ცამ გამიჯნოს წყალი, რომელიც არის ცის ქვეშ და ცის ზემოთ. და ასეც მოხდა. დაღამდა და გათენდა.

image

ღმერთმა თქვა :

– შეგროვდეს ერთად ცისქვეშეთის წყალი და იყოს ხმელეთი და იყოს ზღვა. და ღმერთმა ნახა რომ ეს კარგი იყო.

მაშინ ღმერთმა თქვა :

– ამოვიდეს ბალახი, გაიზარდოს ხეები და გამოიღოს ნაყოფი. დაღამდა და გათენდა.

image

ღმერთმა ღმერთმა თქვა :

- მზემ გაანათოს დღე, მთვარემ და ვარსკვლავებმა - ღამე.

და ღმერთმა ნახა, რომ ეს კარგი იყო. დაღამდა და გათენდა .

imageღმერთმა თქვა :

- ცაში იფრინონ ფრინველებმა, ზღვაში იცურონ თევზებმა, ნადირმა, პირუტყვმა და ქვემძრომმა იარონ, ირბინონ, და იხოხონ დედამიწაზე . და ღმერთმა ნახა რომ ეს კარგი იყო.

imageმაშინ ღმერთმა თქვა :

- მე შევქმნი მამაკაცსა და ქალს, რომლებიც ჩემი მსგავსნი იქნებიან. მათ ეყოლებათ შვილები და ისინი იცხოვრებენ დედამიწაზე. მთელ დედამიწაზე, რომელსაც მივცემ მათ.

და ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. შექმნა მამაკაცი და ქალი

image

მეშვიდე დღეს ღმერთმა შეხედა თავის ქმნილებას და ნახა, რომ კარგი იყო.

მაშინ აკურთხა მეშვიდე დღე.

ეს არის ღმერთის დასვენების დღე.

0
230
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0