x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ქალაქი ბუზესკუ - მეორე ბევერლი-ჰილზი. მილიონერ ბოშათა დედაქალაქი

image
ბუქარესტის (რუმინეთის დედაქალაქი) მახლობლად არის ქალაქი - ბუზესკუ, რომელსაც შეიძლება თავისუფლად ეწოდოს მეორე ბევერლი ჰილზი. მხოლოდ იქ ბოშები ცხოვრობენ, უფრო სწორად ბოშა- მილიონერები.

ქალაქში 5000 ადამიანი ცხოვრობს, ქალაქში დაახლოებით 800 ფეშენებელური ვილაა, რომელთაგან თითოეული 2-დან 30 მილიონი დოლარი ღირს.

მთავარი პიროვნება ქალაქში არის რუმინეთის ბოშების მეფე, ფლორიან ჩიოაბა. ეს ტიტული მამადან შვილზე გადადის. მის ხელისუფლების დაქვემდებარებაში შედის 300-ზე მეტი შეძლებული ოჯახი, რომლებიც კოლდაშის კლანს წარმოადგენენ.


image


კლანის მთლიანი შემოსავალი წელიწადში 350-400 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 50-80 მილიონი ევროს გამოიმუშავებს მეფე. ძირითადი ყოველთვიური შემოსავალი შემოდის ჩვეულებრივი ბოშების ნამუშევარის (დაახლოებით 5-10%) გადასახადიდან. ასევე, კარგი შემოსავალი მოაქვს ყველა სახის ბიზნესს და კონტრაბანდას.

ბუზესკუს მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ლითონით გამდიდრდნენ. ადრე, ისინი ცნობილი იყვნენ ხელნაკეთი ლითონების წარმოებით. რუმინეთში კომუნისტური სისტემის დანგრევის მერე, ბევრი ქარხანა გაკოტრდა და დაინგრა. ამ ქარხნის ლითონების გაყიდვით გამდიდრდნენ ბოშები.


image
.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საკმაოდ პატარაა, ყველა სახლში მცხოვრები მილიონერია.

ქალაქის მოსახლეობა პრესტიჟულია და სავალდებულოც კია მათი მაღალი შემოსავლის დემონსტრირება. ძირითადად ეს ოქროა. ოქრო კი ყველგან არის! კბილებიდან დაწყებული და სახლის ვირფასეულობით დამთავრებული.


image

image

ქუჩებში შეხვდებით როგორც ძვირადღირებული მანქანებს (მერსედესის, ბმვ, ჰამერსი) ასევე, ეტლში შებმულ ცხენებს. ადგილობრივებს კვლავ უყვართ ცხენები და მათზე ზრუნავენ ქალაქის შემოგარენში.

მამაკაცები 3-4 თვით მიდიან სამუშაოდ. ქალები ზრუნავენ სახლზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე, ბავშვების აღზრდაზე. ისინი არ იშურებენ ფულს შვილებისთვის. ბავშვობიდან მათ აქვთ ყველაფერი, რაც მათ სურთ. როდესაც ბავშვი იზრდება და მოთხოვნები აღარ არის ბავშვური, მათ ჩუქნიან ან მანქანას ან სახლს.


image

ბუზესკუ ითვლება მილიონერ ბოშების დედაქალაქად. იქ ღარიბი ოჯახი არ არის. თითოეული სახლი მარმარილოსა და ოქროთია მორთული. თუმცა, ეს გამოიყურეაბა ძალიან პრეტენზიულად, მაგრამ ეს არის ტრადიციები და ამ ხალხის გემოვნების არჩევანი.


image



0
166
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0