x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
,,ქსოვა-ტვინის იოგაა"-როგორ აფასებენ ნევროლოგები ქსოვის ზეგავლენას ადამიანზე
თვალი, თვალი და კიდევ თვალი... ქსოვის რიტმი თავის საქმე აკეთებს-ამ საქმიანობის დროს ადამიანი თითქოს ტრანსშია: ხელები დაკავებულია, ტვინი ზედმეტი ფიქრებისგან თავისუფალია, ცნობიერება კი წონასწორობას სტაბილურად ინარჩუნებს.

ქსოვა-მედიტაციის და ყურადღების მოკრების პრაქტიკაა, რომლის გარეშე ცხოვრება პლანეტის მილიონობით ქალს ვერ წარმოუდგენია. ნევროლოგიაში ქსოვა ტვინის იოგადაა მიჩნეული, იმდენად ძლიერია მისი გავლენა ქსოვის მოყვარულებზე.

იოგა ტვინისთვის-ფრიად შთამბეჭდავად ჟღერს!

imageგამოკვლევებით დამტკიცებულია, რომ ქსოვა, ისევე როგორც ქარგვა, კერვა, საფეიქრო საქმე, ყურადღებას ავითარებს და ძალიან ბევრი აქვს საერთო მედიტაციასთან. მედიტაციისას და ხელსაქმის დროსაც ტვინში ერთნაირი ზონები აქტიურდებიან. მედიტაციის პოზიტიური ზეგავლენა ჯანმრთელობასა და გონებრივ შესაძლებლობებზე კი მრავალჯერაა დადასტურებული.


ონლაინ გამოკითხვისას, რომელშიც 4000 მქსოველი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან, გამოირკვა, რომ ბედნიერების გრძნობა ძალიან ხშირად იჩენს თავს ქსოვის პროცესში. რელაქსაცია, სტრესის მოხსნა, შემოქმედებითი რეალიზაცია-ეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია, რომლებიც ხელსაქმით არიან დაკავებულნი.

imageთუ კვირაში 3-ჯერ ან უფრო მეტჯერ ქსოვთ, მნიშვნელოვნად მცირდება შფოთვა და გაღიზიანება.

გარდა ამისა, ქსოვას სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს:

1.უმჯობესდება ფსიქიკური მდგომარეობა. ფსიქოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა უფრო ნაკლებ სულიერ რესურსს წაგართმევთ.

2.ყურადღება და კონცენტრაციის უნარი თქვენი თანამგზავრები გახდებიან.

3.წვრილი მოტორიკის განვითარება საშუალებას გაძლევთ უფრო რთულ საყოფაცხოვრებო საქმეს გაუმკლავდეთ, რომელსაც ადრე თავს ვერ ართმევდით.

4. განგივითარდებათ შემოქმედებითი უნარები.

5.თვითშეფასება ახალ საფეხურს მიაღწევს-კარგად შესრულებული საქმის გამო სიამაყის გრძნობა თქვენს მნიშვნელობას გაგრძნობინებთ.

6.უბრალო გზა მოთმინების და ნებისყოფის გამომუშავებისთვის-ქსოვაა. წონასწორობას ვერაფერი ვეღარ დაგაკარგვინებთ.

7.გაუმჯობესდება მეხსიერება, ტვინი უფრო სწრაფად დაიწყებს მუშაობას.


დეპრესია და შფოთვა ქსოვის დახმარებით შეგიძლიათ დაამარცხოთ.ბევრი სპეციალისტი ასევე მიიჩნევს, რომ ქსოვა ქალებს სიბერეში ნათელი გონების შენარჩუნებაში ეხმარება და სიცოცხლესაც ახანგრძლივებს.


1
899
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
899
  
2019, 24 იანვარი, 19:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1