x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორსულის გრიპზე აცრა სასურველი და რეკომენდებულია, წითელაზე ორსულის აცრა კი, არ შეიძლება - პაატა იმნაძე

image


ორსულებისთვის დღეიდან თბილისსა და დიდ ქალაქებში გრიპის საწინააღმდეგო აცრები იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ორსულებისთვის ვაქცინა უკვე შემოტანილია. დღეიდან თბილისსა და დიდ ქალაქებში ყველგან არის, ხვალ კი, ყველა რაიონულ ცენტრში იქნება განაწილებული. ორსულის გრიპზე აცრა სასურველი და რეკომენდებულია, წითელაზე ორსულის აცრა კი, არ შეიძლება“, – განაცხადა იმნაძემ.

რაც შეეხება წითელას ვირუსს, მისი ინფორმაციით, დღეისთვის ქვეყანაში რეგისტრირებულია წითელას 580 შემთხვევა.


„ყველაზე მეტი შემთხვევა არის თბილისში, სამეგრელოში, იმერეთში, კახეთში. აცრების კამპანია აქტიურად დაიწყო და არასრული მონაცემებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში 12 000-მდე ადამიანი აიცრა. ამ მხრივ, ფართომასშტაბიანი ეპიდაფეთქება გვაქვს“, – აცხადებს იმნაძე.

1
3
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
3
  
2019, 24 იანვარი, 19:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1