x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ირინა ონაშვილმა მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ 25 კილო მოიმატა - "..დიდი ხარ და კიდე სქელი ხარ, საშინელი დისკომფორტია." - როგორ დაიბრუნა უალამაზესმა მოდელმა სასურველი ფორმა
image ირინა ონაშვილი უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. კარიერის დასაწყისში მისი გარეგნობა სხვადასხვა რეჟისორის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და რამდენიმე სარეკლამო ვიდეოსა და კლიპში გადაიღეს.


საყოველთაო აღიარება კი მას მის საქართველო 2003-ის ტიტულმა მოუტანა. დღემდე არაერთი ადამიანი აღიარებს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მის საქართველოა.

image

ირინა ონაშვილმა ნინა წკრიალაშვილის გადაცემაში მის იმიჯზე და თავის მოვლაზე ისაუბრა, როგორც აღნიშნა არ უყვარს ექსპერომენტები და ვიზუალს რადიკალურად თითქმის არასოდეს იცვლის.


მან ასევე ჩაცმის სტილზეც ისაუბრა:

" ზოგადად როგორც გრძნობ თავს კომფორტულად ისე უნდა გამოიყურებოდე, , რა თქმა უნდა როცა სცენაზე გიწევს ყოფნა, იქ გიწევს სცენის შესაბამისად ყოფნა. უბრალოდ შინაგანად არ მიყვარს ყურადღების ცენტში ყოფნა. შესაბამისად, როცა შედარებით თამამად ვიცვამ, არ ვარ კომფორტულად, ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად სადა იყოს ჩემი ლუქი და არ იყოს აშკარა და თვალშისაცემი.."

image

ირინა ონაშვილმა წონის პრობლემაზეც ისაუბრა:


" მე თან არ მიხდება საშინლად მომატება, მეორე ბავშვზე მოვიმატე 25 კილო.. სიმაღლე რომ გაქვს უფრო არ გიხდება, მერე ნუ დიდი ხარ და კიდე სქელი ხარ და საშინელი დისკომფორტია. მაგრამ მერე უკვე ცხოვრების გიჟური რითმი გაძლევს საშუალებას, რომ მალევე დაუბრინდე ფორმებს..."

image

როგორც ირინა ონაშვილმა აღნიშნა განსაკუთრებული თავის მოვლის წესი არ აქვს, რომელსაც სახლის პირობებში იცავს.

" ზარმაცი ვარ ზოგადად, ბუნებით ვერ მოგატყუებ ნამდვილად და ვერ ვიტყვი რომ ყოველ დილა საღამოს ვარ რაღაც საცხებით დაკავებული. შრატებს, სხვადასხვა საცხებს და ნიღბებს ვერ ვიკეთებ ჩემა სამწუხაროდ. მივმართავ ბირევიტალზიაციებს, რომელიც უდრის 700 ჯერ საცხის წასმას.."

4
2632
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Culture Express
Culture Express
2632
  
2019, 29 იანვარი, 19:02
გეთანხმებით
2019, 25 იანვარი, 0:09
ეს გოგო არ ბერდება, ისევ ისეთი ლამაზია, როგორიც იყო. ყველა დროის საუკეთესო მის საქართველოა.
2019, 24 იანვარი, 19:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 24 იანვარი, 17:08
ირინა ონაშვილი მის საQართველოა. ზურაბიშვილი ვინ ჩემი Yლეა??????????????
0 1 4