x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
9 აპრილი, გვახსოვდეს ჩვენი ტკივილი ,, კომუნისტი" 12.IV. თბილისის პროკურატურა იუწყება

ქალაქში 9 აპრილს მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც იძიებს საქართველოს პროკურატურა.

image

დღეისათვის აღძრული საქმის გამო დაპატიმრებული არიან ხუხუნაიშვილი, კოსტავა, ჭანტურია, სარიშვილი, და გამსახურდია. ტელევიზიით და რადიოთი გადაცემულ, აგრეთვე რესპუბლიკურ პრესაში გამოქვეყნებულ ცნობაში შეცდომით აღნიშნულია წერეთლის გვარი. ამჟამად მას დაეძებენ...

კომუნისტი. 12.04. #85

მიიღეთ ჩვენგან და გადაეცით მთელ ქართველ ხალხს ჩვენი გლოვა და დიდი სამძიმარი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო.

გვიგულეთ თქვენს გვერდით არა მარტო“ ამ უმძიმეს ჟამს. არამედ მარად.

სსრკ თეატრისმოღვაწეთა კავშირის

თავმჯდომარე კირილ ლავროვი

ლიტვის თეატრის მოღვაწეთა კავშირი, ესტონეთის, ლატვიის, ბეროლუსიის, კალინინგრადის თეატრის მოღვაწენი, ფესტივალ, , ბალტიისპირეთის თეატრალური გაზაფხულის " მონაწილენი ღრმა თანაგრძნობას გამოვთქვამთ ქართველი ხალხის მიმართ 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების გამო.

გლოვის ამ დღეს ჩვენი კოლექტივი გთხოვთ მიიღოთ გულწრფელი თანაგრძნობა. მომხდარს აღვიქვამთ როგორც საკუთარ ტკივილს, საკუთარ უბედურებას.

აზერბაიჯანფოლმის " სახელით ფატალიევი

ესტონეთის მათემატიკოსთა საზოგადოება, რომელმაც 18 აპრილს ქ. ტურტუში შემდგარ საერთო კრებაზე იმსჯელა თბილისის ტრაგიკული ამბის შესახებ, სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მათემატიკურ საზოგადოებას და მთელ ინტელიგენცია ამ მათთვის მძიმე დღეებში.

ედუარდ შევარდნაძე

მე მივმართავ ჩვენს მუშათა კლასს, ჩვენ ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, დაგვეხმაროს იმაში, რომ აღდგეს წესრიგი. თუ ეს ასე არ იქნება, პოლიტბიუროს სახელით გაძლევთ პირობას, რომ ორშაბათიდან არცერთი ტანკი აღარ იქნება, ოღონდ ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა თბილისში ამ არანორმალურ მდგომარეობას ბოლო მოეღოს, ხალხი დავამშვიდოთ და ორშაბათიდან შევუდგებით ნორმალურ ცხოვრებას.

“ კომუნისტი" 13.04. #44

1
108
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
108
  
2019, 24 იანვარი, 19:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1