x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრედ პიტს და შარლიზ ტერონს რომანი აქვთ

image


ჰოლივუდელი მსახიობი და პროდიუსერი ბრედ პიტი მსახიობ შარლიზ ტერონს ხვდება. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება.



გამოცემის ცნობით, მათი ურთიერთობა შობაზე დაიწყო. ისინი ერთმანეთს კოლეგამ, შონ პენმა გააცნო. წყვილი ერთად უკვე გამოჩნდა ფილმის „ბილ-სტრიტს ლაპარაკი რომ შეეძლოს“ სპეცჩვენებაზე. პიტი ამ ფილმის პროდიუსერია.

ამბობენ, რომ ანჯელინა ჯოლისთან გაყრის შემდეგ, 55 წლის პიტისთვის ეს პირველი სერიოზული რომანია.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი 2014 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ. მათ 6 შვილი ჰყავთ, რომელთაგან სამი წყვილმა იშვილა. 2016 წელს ჯოლიმ განქორწინება მოითხოვა, ვინაიდან ისინი ბავშვების აღზრდის მეთოდებზე ვერ თანხმდებოდნენ

დეკემბერში წყვილი საბოლოოდ შეთანხმდა ბავშვების მეურვეობის პირობებზე.

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0