x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კმარა ფულის ხარჯვა, ამის მერე ავოკადოს უკანასკნელად იყიდით

image
ავოკადო უზომოდ პოპულარულია, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ძალიან ნოყიერია და შეუძლია დაამშვენოს ნებისმიერი კერძი თავისი გემოთი და ფერით. ეს საოცარი ნაყოფი ნამდვილად გემრიელია და ვიტამინების ფართო სპექტრით გვანებივრებს, როგორებიცაა E, K, C, B1, B2, D. ასევე შეიცავს კალიუმს და უჯრედისს. შეიცავს 30 % -მდე სასარგებლო ცხიმებს, მასში არის უჯერი ცხიმოვანი მჟავები, 20 ვიტამინი და მინერალური ნივთიერება. ბევრი დიეტა შეიცავს ავოკადოს, რომლის რბილობსაც სხვადასხვა სალათებში ამატებენ, ხოლო კურკა სასრგებლო ნივთიერებების 70%- ს. ყველაზე სასიამოვნო სიახლე კი რასაც გთავაზობთ ისაა, რომ, თქვენ მისი ყიდვა აღარ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ ის თავად გამოზარდოთ. image

შეიძინეთ ჯანსაღი ნაყოფი, ამოაცალეთ კურკა ისე, რომ არ დააზიანოთ, და ერთ სიბრტყეზე, ოთხივე მხრიდან შეარჭვეთ კბილის საწმენდი ჩხირი. ჩადეთ წყლიან ჭიქაში ისე, რომ წყალში ჩაშვებული იყოს თესლის მცირე ნაწილი. წყალი არ უნდა სწვდებოდეს იმ ნაწილს სადაც ჩხირებია შერჭობილი. ჭიქა დატოვეთ თბილ ადგილზე 2-დან 6-კვირამდე, ოღონდ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არა. როცა შენიშნავთ, რომ ფესვები გაეზარდა და დაახლოებით 6 დიუმი (დაახლოებით 15 სმ.) გახდა, გადააჭერით ფესვების სიგრძის ნახევარი და გადარგეთ ქოთანში. ფოთლები უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული. ქოთანი დაახლოებით 20-25 სმ-ის დიამეტრის, გაავსეთ ნოყიერი ფხვიერი მიწით. ჩარგეთ ცენტრში. დარწმუნდით, რომ ქოთანს ძირი გახვრეტილი აქვს და მოურწყეთ ფესვები ყოველ დღე. თუ შეატყობთ, რომ ფოთლები გაუყვითლდა ან ჩამოეშვა, მიწა გამოუშრეთ და შედეგ უფრო ცოტ-ცოტა წყლით რწყეთ. თუ შეატყობთ, რომ ფოთლები უყავისფრდება, ეს ნიშნავს, რომ წყალი არ ჰყოფნის და მორწყეთ უფრო უხვად.

როგორც ცოტა წამოიზრდება, შეგიძლიათ მოაჭრათ ტოტები და ნერგს მისცეთ სასურველი ფორმა. დარგვიდან 4-5 წლის მერე ავოკადო იწყებს მსხმოიარობას. მცენარეს თუ ყურადღებას არ მოაკლებთ, ისიც უხვად დაგასჩუქრებთ და თქვენი საკუთარი ხის ნაყოფით ისიამოვნებთ.






0
1646
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
1646