x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრიტანელ დამნაშავეს, რომელიც საქართველოში ჩამოფრინდა, ინტერპოლი ეძებს - მპოვნელს £25 000 გირვანქა სტერლინგი

ბრიტანელ მკვლელს, რომელიც საქართველოში ჩამოფრინდა, ინტერპოლი ეძებს


image



''Daily Mail''-ის დღევანდელ სტატიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია ბრიტანელი მკვლელის, ჯეკ შეპარდის შესახებ, რომელიც 10 თვის წინ საქართველოში გამოფრინდა.

საქართველოს წარმომადგენლობას ბრიტანული ინტერპოლი 21 იანვარს დაუკავშირდა და შესაბამისისი ინფორმაციების დაზუსტების შემდეგ ძიება ქართულმა მხარემაც დაიწყო.

როგორც გაირკვა, ძებნილი პიროვნება თბილისში თურქული ავიახაზების რეისით, 2018 წლის 21 მარტს ჩამოფრინდა. ჯეკ შეპარდის პასპორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილის 03:31 საათზე გატარდა.


image

გავრცელებული ინფორმაციით ჯეკ შეპარდი კვლავაც საქართველოში იმყოფება.

ჯეკ შეპარდს ბრალი ედება შემდეგი ფაქტის გამო: მან 24 წლის ქალის კატერით გასეირნებისას სიჩქარეს გადააჭარბა, კატერი გადაბრუნდა, ქალი წყალში ჩავარდა, ხოლო შეპარდმა მის გადასარჩენად არაფერი არ მოიმოქმედა.

შეპარდის მპოვნელს £25 000 გირვანქა სტერლინგი გრანტის სახით გადაეცემა.

image

1
426
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
426
  
2019, 22 იანვარი, 3:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1