x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
პარიზში დახურეს ერთადერთი ნუდისტური რესტორანი

image პარიზში ერთადერთი ნუდისტური რესტორნის მეპატრონეებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რესტორნის დახურვის თაობაზე.
"O’naturel"-ი გაიხსნა 2017 წელს, მაგრამ როგორც იტყვიან "ვერ გაქაჩა" სტუმრების ნაკლებობის გამო.
თავად რესტორნის მეპატრონეები ნუდისტები არ არიან.
ნუდისტები რესტორანში თავს ისე გრძნობდნენ, როგორც თევზი წყალში ანუ კომფორტულად. ერთადერთი რაც რესტორნის ნუდისტ სტუმრებს არ მოსწონდათ ეს იყო, ჩაცმული ოფიციანტების მომსახურება რაც მათი აზრით ნუდისტურ რესტორანს ლაზათს უკარგავდა.
რესტორანში ქცევის მკაცრი კოდექსი მოქმედებდა. კერძოდ, ადმინისტრაციას შეეძლო უარი ეთქვა მათთვის ვინც რესტორანში შედიოდა სხვა სქესის წარმომადგენლის გასაცნობად. კიდევ ერთი დეტალი: რესტორნის სტუმრებს უფლება არ ჰქონდათ რესტორანში მობილურით ესარგებლათ, ტელეფონები მათ გასახდელში უნდა დაეტოვებინათ.
ოფიციალური სტატისტიკით საფრანგეთში 2, 7 მილიონი ნუდისტია, თუმცა პარიზელი ნუდისტები არ აღმოჩნდა საკმარისი რესტორნის წარმატებული მუშაობისათვის.
შესაბამისად რესტორნის მფლობელები იძულებული გახდნენ რესტორანი დაეხურათ.
image

+14


1
209
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
209
  
2019, 21 იანვარი, 3:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1