x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ უნდა ვჭამოთ ნიორი ყოველდღიურად?
image
ძლიერი იმუნიტეტი - განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში რეგულარულად უნდა მიიღოთ ნიორი, ეს უკვე ბევრისთის კარგად ნაცნობი ხალხური რეცეპტია. იგი შეიცავს ვიტამინებს, სასარგებლო ზეთებს, ამინომჟავას და ალიცინს; ორგანული ნაერთი, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს და მიკროორგანიზმებს. ნიორი უნდა მიიღოთ ნატურალური სახით, თერმული დამუშავების შემდეგ ნიორი სასარგებლო თვისებებს კარგავს.

image



ძლიერი ლტოლვა - ნივრის ჭამის შემდეგ ჩნდება უსიამოვნო სუნი და ასეთ დროს ადამიანთან ურთიერთობა აუტანელი ხდება, თუმცა კვლევების მიხედვით დამტკიცებულია, რომ ნიორნაჭამი მამაკაცები ქალებს აღაგზნებს და მათთვის უფრო მიზიდველები ხდებიან, თუმცა მამაკაცმა ორიოდე კბილი ნიორი პაემნამდე 12 საათით ადრე უნდა შეჭამოს.

image



სტაბილური არტერიული წნევა - ნამდვილი წამალი ჰიპერტონიით დავადებულთათვის! შენს რაციონში დაამატე 4 კბილი ნიორი ყოველდღიურად და არტერიული წნევა ნორმაში ჩადგება. ნიორი "ცუდი ქოლესტერინის" ერთ-ერთი პირველი მტერია.

image




შესანიშნავი მახსოვრობა - ხანში შესული ადამიანები თუ მიიღებენ ნიორს ყოველდღიურად, მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ რისკი, განუვითარდეთ ალცჰეიმერის დაავადება, ხოლო ახალგაზრდებს გაუუმჯობესდებათ მეხსიერება. ანტიოქსიდანტები, რომელსაც ნიორი შეიცავს, აფერხებს ჟანგვით პროცესს.

image




ამტანობა - ძველი ბერძნები იყენებდნენ ნიორს, როგორც დოპინგს სპორტული ასპარეზობის წინ. თუ სპორტით ხართ დაკავებული, ნიორის რეგულარული გამოყენება გააუმჯობესებს თქვენს შრომატევადი ვარჯიშის შედეგებს. ნიორი ამასთანავე ხსნის დაღლილობის შეგრძნებას და ამაღლებს შრომისუნარიაონობას.

image




იდეალური თმა და კანი - ნივრის რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ, თმა იყოს ხშირი, აბრეშუმივით ფაფუკი და შესაძლოა თმის ბუდობრივ ცვენასაც გადაურჩეთ, სხვათა შორის, ამ უკანასკნელის სამკურნალოდ(თუ არ გინდათ რომ წაისვათ ნიორი ნატურალური სახით) დიდი ხანია უკვე მზადდება კოსმეტიკური საშუალება - ნივრის ზეთი სუნის გარეშე.

რაც შეეხება კანს, საკმარისია ორი კბილი ნიორი დღეში და ორგანიზმი გამოიმუშავებს ბუნებრივ კოლაგენს და კანის ელასტინს, რომელიც თქვენს გარეგნობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

image



ჯანსაღი კბილები - ნიორი გაანადგურებს თქვენ პირის ღრუში ბაქტერიებს და მიკროორგანიზმებს და თავისთავად, ხელს შეუშლის, განვითარდეს კბილზე ნადები ან კარიესი.

image



ნიორი პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ - 0, 5 რძე და დაჭყლეტილი ნივრის რამდენიმე კბილი აურიეთ ერთმანეთში, წამოადუღეთ და მიიღეთ უზმოზე, ერთ-ერთი ეფექტური საშუალება ჰელმინთების წინააღმდეგ.

image

1
430
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
430
  
2019, 21 იანვარი, 3:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1