x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ძმრის სახეობები
imageძმარი

ძმარი სხვადასხვა რამისაგან შეიძლება დამზადდეს და ყველა მათგანი უნიკალური თვისებებით ხასიათდება, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ძირითადად მხოლოდ ყურძნისა და ვაშლის ძმარი გამოიყენება.

ძმარი შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა ხილისაგან, კენკრისაგან და ასე შემდეგ.მეტად სასარგებლოა კენკრისაგან დამზადებული ძმარი, ის ნაკლებად მჟავეა და ცივ წყალში გახსნისას არაჩვეულებრივ ვიტამინიზირებულ ხილის სასმელად გარდაიქმნება.აი მაგალითად ზოგიერთი მათგანი ხილის და კენკრის ძმრის სახეობის, ეს მათი სასარგებლო თვისებების მცირე ჩამონათვალია:

შავი მოცხარის ძმარი-პოლივიტამინური პროდუქტია, ახასიათებს ღვინის ძმრის მსგავსი ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება.ხელს უწყობს ორგანიზმიდან პურინული ნივთიერებების გამოყოფას, ამიტომ გამოიყენება რევმატიზმისა და პოდაგრის სამკურნალოდ.

მაყვლისა და ჟოლოს ძმარი-უხდება გაციებას, მაღალ ტემპერატურასა და თავის ტკივილს.


ალუბლის ძმარი-დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხსნის ნერვულ აღგზნებას.

მარწყვის ძმარი-სასარგებლოა გულისთვის, შლის თირკმლის კენჭებს და ხელს უშლის ახლების ჩამოყალიბებას.

წითელი მოცხარის ძმარი-სიცხის დამწევი და მარილების გამომტანია.

ქაცვის ძმარი-ჭრილობების შეხორცებას უწყობს ხელს.

მოცვის ძმარი-აუმჯობესებს მხედველობას.

ქლიავის ძმარი-ხელს უწყობს საკვების მონელებას, კუჭისა და ნაწლავების დეზინფექციას, გამოიყენება მეტეორიზმის, დიარეის, ელენთის გადიდების, დეზინტერიის, ტუბერკულოზისა და სხვა სამკურნალოდ.

შტოშის ძმარი-აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, სასარგებლოა წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის.

კიდევ არსებობს სხვა რამ რისგანაც შეიძლება ძმრის დამზადება.მსოფლიოში ძმარი მრავალფეროვნებით კონკურენციას უწევს ალკოჰოლურ სასმელებს.ქართულ კულინარიაში ძმარს დიდი გამოყენება აქვს-ძმრის გარეშე წარმოუდგენელია მრავალი პროდუქტი და კერძი, მათ შორის მარინადები, მდოგვი, სალათები, საწებლები, ნიგვზიანი კერძები, სხვადასხვა სახის ხორციანი თუ თევზისგან მომზადებული კერძები და სხვა.მჟავე დანამატის სახით საკვებ პროდუქტებში იყენებენ კოწახურს, ბროწეულისა და ლიმონის წვენსაც, თუმცა ძმრის ჩანაცვლება ზემოხსენებული პროდუქტებით საუკეთესო შედეგს ნამდვილად ვერ იძლევა.მათ ნაკლები სიცხარე გააჩნიათ და კერძებს განსხვავებულ გემოს სძენენ.

ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოში ყურადღება დაეთმობა სხვადასხვა სახეობის ძმრების დამზადებას, რადგან ყველა ძმარი სხვადასხვა უნიკალური თვისებით ხასიათდება და ქართველ ხალხს ძალიან წაადგება.

0
122
შეფასება არ არის
ავტორი:ძმარი სასარგებლო
ძმარი სასარგებლო
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0