x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
სერგეენკო: სისხლის ბანკს სურს ტრაგედია გამოიყენოს და დონორები მიიზიდოს კომერციული მიზნით
image


ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ სისხლის ბანკის განცხადება, თითქოს სისხლის დეფიციტია, სიცრუეა და ისინი ცდილობენ ტრაგედია გამოიყენონ, უფასო დონორები მოიზიდონ და შემდგომ აღებული სისხლი კომერციული მიზნებისთვის გამოიყენონ. შეგახსენებთ, სისხლის ბანკმა საზოგადოებას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დეფიციტი აქვთ. ბანკი სისხლის ჩაბარებას ახორციელებს როგორც უსასყიდლოდ მოხალისეებისგან, ისე დაფინანსებული პროგრამით.


მინისტრმა კრიტიკული განცხადება ტელეკომპანია იმედის ეთერში ჩართვისას განაცხადა.


„საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო, მაგრამ როდესაც სიხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს, “ - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ერთ-ერთი სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ.



მინისტრის თქმით, გუშინ კლინიკებს რვა პაციენტმა მიმართა, მათგან ექვსმა - იაშვილის კლინიკას, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა. „ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის, “ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

1
19
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
19
  
2019, 17 იანვარი, 22:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1