x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
სერბეთში დააკავეს ვაჰაბისტი, რომელიც პუტინზე თავდასხმას გეგმავდა
image
სერბეთში ქალაქ ნოვი-პაზარიდან დაშორებით დააკავეს 21 წლის ბიჭი, რომელიც ადგილობრივი სადაზვერვო სამსახურის აზრით, გეეგმავდა თავდასხმას იმ დღეს, როდესაც რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ბელგრადში ვიზიტით ჩავიდოდა.

სერბეთის სოფელ პოტოკში, რომელიც ნოვი-პაზარის მახლობლად მდებარეობს, დაკავებულია 21 წლის ვაჰაბისტი, არმინ ალიბაშიჩი. მას აღმოუჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერებისა და ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული ორგანიზაციის ატრიბუტები (აკრძალული რუსეთის ფედერაციაში).

სპეცსამსახურებმა დაუყოვნებლივ გაჩხრიკეს ეჭვმიტანილის ბინა. სადაც აღმოჩნდა, მთელი არსენალი და ასაფეთქებელი მოწყობილობის წარმოებისათვის აუცილებელი კომპონენტები.

ბოსნიელი ექსპერტის, დჯევედ გალიაშევიჩის განცხადებით, ბოევიკი მარტო ვერ იმოქმედებდა. ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაკავებული ტერორისტული ჯგუფის წევრია, რომელიც მომზადებულია დახვეწილი ტექნიკით.


ადგილობრივი სპეცსამსახურებისა და სპეციალისტების განცხადებით, დაკავებულს უნდოდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ვიზიტის დროს მოეწყო მასზე ტერორისტული თავდასხმა . ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ბელგრადში დაგეგმილი იყო ამა წლის 17 იანვარს.


0
191
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0