x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„ სერგო ორჯონიკიძის შთამომავალი ჩემზე ნუ ისაუბრებთ. ხატვა გააგრძელეთ, მომწონს თქვენი ნამუშევრები“
image


პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი მაია ორჯონიკიძეს ურჩევს, სერგო ორჯონიკიძის შთამომავალი ირმა ინაშვილის წარმომავლობაზე ნუ ისაუბრებს. ის მაია ორჯონიკიძეს ურჩევს, ხატვა გააგრძელოს.


„მაია ორჯონიკიძე, იმედია, წაიკითხავს (უკვე მერამდენედ) ამ პოსტს: ქალბატონო მაია, მე არა ვარ ივანე ინაშვილის შთამომავალი. ჩემი დიდი ბაბუა იყო მღვდელი და სერგო ორჯონიკიძის დავალებით წამებით მოკლეს ბოლშევიკებმა. რაც შეეხება ინაშვილებს გვარს, მე ვამაყობ ჩემი გვარით... ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი ამაყობს მისი გვარით. ინაშვილების გვარმა სამშობლოს არაერთგზის შეწირა თავი. 300 არაგველთა შორის რამდენიმე ინაშვილი იყო. ასე რომ, სერგო ორჯონიკიძის შთამომავალი ჩემზე ნუ ისაუბრებთ. ხატვა გააგრძელეთ. მომწონს თქვენი ნამუშევრები.

image


ინაშვილმა სოციალურ ქსელში ეს პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მაია ორჯონიკიძე გოგი ჭიჭინაძის პოსტს გამოეხმაურა და გაკვირვება გამოხატა. ორჯონიკიძეს უკვირს, რატომ უჭერს დირიჟორი მხარს ირმა ინაშვვილს.


image

0
616
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
616
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0