x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
თუ ეს 7 სიმპტომი გაქვთ, თქვენ ფოლიუმის მჟავა გაკლიათ
image

აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, მოზრდილ ადამიანს ყოველდღიურად 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა ესაჭიროება. ამ ნივთიერებას, რომელსაც ვიტამინ B9-საც უწოდებენ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ეხმარება ორგანიზმს დნმ-ის წარმოქმნასა და აღდგენაში და სისხლის წითელი სხეულების გამომუშავებაში. თუ მისი ნაკლებობა გაქვთ, შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, მათ შორის ანემიამ.

გაგაცნობთ იმ ტიპური სიმპტომების ჩამონათვალს, რომელთაც ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა იწვევს.


1.კოგნიტური დარღვევა


imageფოლიუმის მჟავა აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის გამართულად მუშაობისთვის. მისი უკმარისობის დროს ვითარდება დეპრესია, კონცენტრაციის და მეხსიერების პრობლემები. თუ დროულად არ მიხედავთ ამ პრობლემას, შესაძლოა ჭკუასუსტობა და ალცჰაიმერიც განვითარდეს.


6.ტკივილი სხეულში

imageანემიის მძიმე შემთხვევებში, რომლებიც ფოლიუმის მჟავას დეფიციტითაა გამოწვეული, ტვინი ნაკლებ ჟანგბადს იღებს, რაც თავის ტკივილის მიზეზი ხდება. თუმცა, ამ დროს მხოლოდ ტვინი როდი განიცდის ჟანგბადის შიმშილს. ტკივილი თავს იჩენს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში, განსაკუთრებით - მკერდის არესა და ფეხებში.


ფერმკრთალი კანი

imageჰემოგლობინი ცილაა, რომელსაც სისხლის წითელი სხეულები შეიცავენ და პასუხს აგებენ ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე. როცა სხეულს ფოლატები აკლია, მასში საკმარისი რაოდენობის წითელი სხეულები ვერ გამომუშავდება. და შინაგანი ორგანოები ჟანგბადით სათანადოდ ვეღარ მარაგდებიან. შედეგად შესაძლოა განვითარდეს კუნთების სისუსტე, დაღლილობა, კიდურების დაბოლოებების დაბუჟება და კანის სიფერმკრთალე.


ქოშინი

imageთუ ისეთი ქმედება, რომელიც ადრე პრობლემას არ გიქმნიდათ, ქოშინს იწვევს, ეს შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ სისხლის წითელი სხეულების ნაკლებობის გამო ორგანიზმი ჟანგბადით ვეღარ მარაგდება. ამ სიმპტომტან ერთად ხშირად აღინიშნება გახშირებული გულისცემა, თავბრუსხვევა და გულისწასვლაც კი.


საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები

imageსაჭმლის მიღების შემდეგ გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ტკივილი მუცელში და დიარეა - შესაძლოა ფოლიუმის მჟავას დეფიციტზე მიუთითებდეს. გარდა ამისა, მძიმე შემთხვევებში თქვენ შესაძლოა ანორექსია დაგემართოთ და მნიშვნელოვნად დაიკლოთ წონაში.


წყლულები პირის ღრუში და შეშუპებული ენა

imageეს სიმპტომები თავს მაშინ იჩენენ, როცა ფოლატები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მათი იგნორირება არ შეიძლება. ენა ამ დროს შეშუპებული, გაწითლებული და პრიალაა, განსაკუთრებით ენის წვერი და კიდეები. ამ დროს თავს იჩენს ტკივილი ყლაპვის დროს და ხშირია სტომატიტები.



გემოს აღქმის გაუარესება

imageთუ გამოკვლევებს დავუჯერებთ, ფოლიუმის მჟავას დეფიციტი შესაძლოა გემოს აღქმაზეც აისახოს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ჩვენი რეცეპტორები ზემოთ ნახსენები ენის პრობლემის გამო ვეღარ ახერხებენ, ტვინს შესაბამისი სიგნალები გაუგზავნონ.


როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?

imageყველაზე ადვილი გამოსავალია ჩვენს რაციონს გადავხედოთ. ჩართეთ მასში ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ისაპანახი, სატაცური. რეგულარულად მიირთით ხილი, პარკოსნები, სოკო და მსხვილად დაღერღილი ფქვილისგან გამომცხვარი პურეული.



0
595
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0