x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
განუკითხაობა : პატიმარი, რომლის ჩვენების საფუძველზე ახალაიას, ქარდავას და სხვებს სამი წელი მიუსაჯეს, დღემდე პოლიტდევნილია და სამართალს ეძებს
image
"მე საზოგადოების აზრი მაინტერესებს, იურისტების, პოლიტიკოსების და ყველა იმ ადამიანის, ვინც ებრძოდა და ებრძვის ყველა დამნაშვე რეჟიმს.

ყველას მოგეხსენებათ, ჩემი მდგომრეობაც და ის უსამართლობები, რაც განახორციელეს ერთობლივად წინა და დღევანდელმა რეჟიმა, რამაც შეიწირა დედაჩემის სიცოცხლე და ჩემი ჯამრთელობა.

მიუხედავად ჩემი მიმართვების, დაწყებული პრემიერიდან დამთავრებული მერიამდე, ვღებულობ ყოველგვარი ახსნის გარეშე მხოლოდ ნეგატიურ პასუხებს ან ცინიკურს და ან გადამისამართებას ამა თუ იმ უწყებაში, საიდანაც იგივე სახის პასუხს ვღებულობ.

ჩვენ ვამხილეთ წინა რეჟიმი და ასვე დღევანდელი რეჟიმი, სადაც არის გერმანის დასკვნა, სადაც ადანაშულებს დღევანდელ და წინა რეჟიმს პირდაპირი მნიშვნელობით. დღესაც არაერთი მიმართვების და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ვრჩები უპასუხოდ. არ მეძლევა საშუალება ჩამოსვლის. რა არის ამის მიზეზი?


მე მძიმე ავდმყოფი ვარ წინა რეჟიმის დამსახურებით და ამ რეჟიმის დამსახურებით. ვარ დამოკკიდებული მედიკამენტებზე, მიჭირს გადაგილება, მე დავკარგე წინა რეჟიმის დამსახურებით საცხოვრებელი, არ გამაჩნია სარსებო, ვარ სახელმწიფო დაზარალებული, ყოფილი უკანონო პატიმარი და დღეს უკვე პოლიტდევნილი.

ასევე ჩვენი მხილებით წინა და დღევანდელი რეჟიმი გადაგვემტერა. ესე იგი ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და რომ თავიდან ავიცილოთ ეს საშიშროება საჭიროა მოხდეს სამართლინობსი აღდგენა და დამნაშვე პირების პასუხისგებაში მიცემა. ელემენტალური პირობების შექმნა, როგორც მძიმე ავადმყოფი და მედიკამენტებით უზრუნველყოფა თავის დროზე.

იქნებ მე ბევრს ვითხოვ, მეგობრებო, იქნებ მე ვცდები?საცხოვრებელზეც მივუთითე, რომელზეც ექვსი წელია ვდავობ და არის მერიის ბალანსზე. გამიწიეს შუმდგომლობა ღარიბაშვილმა პრემიერი რომ იყო და წულუკიანმა, სადაც წერია, რომ ვარ სახელმწიფო დაზარალებული, ყოფილი უკანონო პატიმარი და მძიმე ავადმყოფი, უსახლკარო და სთხოვენ მოეხდინათ რეგირება.

არც ნარმანიამ, არც კალაძემ არ დაკმაყოფილა, არ გაითვლისწინა არაფერი. კალაძემ საერთოდ სხვას ვაძლევო ამ ბინასო, არადა ჯერ არ გვაქვს უფლება მივცეთ ვინმესო, ეხლა სხვას ვაძლევო, მომიცილა.

ეხლა შეაფასეთ:- რას ნიშნავს ამ რეჟიმის საქციელი და როგორ შეაფასებთ? ჯერ დედაჩემი უმძიმეს მდგომრეობაში იყო, ვითხოვდი ჩამოსვლის ნებართვას, რომ წამეყვანა ან მე სად წავსულიყავი? ორივე მძიმე ავადმყოფი ვიყავით. კალაძემ არაო, პრემიერს მივმართე, არაო, იუსტიციის მინისტრს მივმართე, არაო და დღეს გამოდიან და იძახიან ჩვენთვის ჯერ ადამინია მთავარიო.

რა ესე იგი მე აღარ ვყოფილვარ ადამიანი? ადამიანები, რომელმაც არ დავიხიეთ უკან, დღეს ზედმეტები ვართ. ამიტომ, სამწუხაროდ, ვრჩები ემიგრაციაში საფრთხეში.

ცალკე უსახსრობა, ცალკე ეს ავადმყოფობა, არაფერზე არ მეხმარებიან და არაფერს ითვალისწინებენ. ეს მოკლედ აგიხსენით მდგომარეობა. მე საზოგადოების, იურისტების, პოლიტიკოსების აზრი მაინტერესებს, როგორ აფასებთ მათ ქმედებებს ჩვენს მიმართ, რამაც დედაჩემის სიცოცხლე შეიწირა. მე კი დღემდე არ მეძლევა საშუალება, რომ ჩემს გარდაცვლილს მაინც მივხედო.." წერს დავით გაიხარაშვილი, პოლიტიკური დევნილი გერმანიდაან.

დავით გაიხარაშვილის ინფორმაციით, მისი ორი ძმა მოკლული იქნა 1999 და 2000 წელს სამართლის ძებნაში.

მაღალჩინოსნების კვალზე გასვლის მეორე დღეს დავით გაიხარაშვილი დაპატიმრებულ იქნა და ბრალი წარედგინა არჩადენილი დანაშაულის გამო.

2006 წელს ციხის ბუნტის დროს სასტიკად იყო ნაცემი სხვა პატიმრებთან ერთად დავით გაიხარაშვილიც. როგორც ამბობს, ყოველ დღეს არადამიანური სისასტიკით სცემდნენ, რის გამოც, იგი დაავადდა სხვადასხვა მძიმე დიაგნოზით.

2008 წელს იგი გათავისუფლებულ იქნა ვადამდე სხვადასხვა მძიმე დაავადების გამო. როგორც დავით გაიხარაშვილი აცხადებს, 2008 წლის მერე ამხელდა ციხის სასტიკ რეჟიმს. 2012 წელს იგი იყო ერთერთი მოწმე, რომელმაც ჩვენება მისცა რევაზ ჭარბაძის, დავით ჭაკუას, მეგის ქარდავას და ბაჩანა ახალაიას საქმეზე სასამართლოში.რის გამოც, მათ შეეფარდათ სასჯელი სამი წლის თავისუფლების აღკვეთა.

2014 წლიდან, როგორც დავით გაიხარაშვილი ამბობს, მასზე წამოვიდა მუქარები, იგი განიცდიდა ხელისუფლების მხრიდან გულგრილობას, თვეში მას ჭირდებოდა 1400 ლარის წამლები, რადგან დაავადებული იყო მეოთხე სტადიის ციროზით. მაგრამ წელიწადშიც ვერ იღებდა 1400 ლარის წამლებს. მუქარების გამო, ის იმყოფებოდა სიკვდილის საფრთხის წინ, რის გამოც, იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და თავშესაფარი ეთხოვა გერმანიისთვის.

2014 წლიდან დედასთან ერთად პოლიტპატიმარი იმყოფება გერმანიაში. რამდენიმე თვის უკან მოხუცებული დედა ნერვიულობისგან და დარდისგან გარდაიცვალა, რომელიც წვალებით ჩამოასვენეს სამშობლოში, ხოლო. დავით გაიხარაშვილი დღემდე რჩება პოლიტდევნილად გერმანიაში.

0
316
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0