x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ქსენოფობიურსა და ანტისემიტურს უწოდებს

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებს ქსენოფობიურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის კამპანია მის წინააღმდეგ ქსენოფობიით დაიწყო, გაგრძელდა ტერორიზმითა და ანტისემიტიზმით მთავრდება.

"-შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომელიც სააკაშვილმა გამოიყენა ჩემს კამპანიაში ჩართული, ისრაელიდან მოწვეული პიარსპეციალისტის ბატონ მოშე კლუგჰაპტის მიმართ, არის ანტისემიტიზმის სამარცხვინო მაგალითი. " - აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, რუსთავი ორის ეთერში, მიხეილ სააკაშვილმა, მოშე კლუგჰაპტს "ებრაელი აფერისტი" უწოდა. image

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0