x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
“უმადურობის პიკი…რამდენი ოჯახი შეიქმნა ჩვენს მუსიკაზე?…პოლიტიკური სუნი ასდის” – ზურა ხაჩიძე


image
ზურა ხაჩიძე ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას სოციალური ქსელის საშუალებით პასუხობს:

“ეს არის უმადურობის პიკი რაც ხდება! ან რასთან გვაქვს საქმე ამიხსენით? ის არის შეცდომა რაც მეორე კონცერტია ცოცხლად რო ვმღერივართ? თუ ის 10 მომღერლის მერე რო გამოვდივართ და ცოცხლად ვმღერით? თუ ის მკვეთრად რო ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერას ოცნების და მისი კანდიდატის სასარგებლოდ! სად ხართ ვინც იცით და ვინც ესწრებით ჩვენს კონცერტებს? მაშინ რატო არ წერდით ჩვენზე ცუდს როცა ჯარისთვის, ქვეყნისთვის, ქველმოქმედებისთვის, თქვენი და თქვენი შვილების ბედნიერებითსთვის როცა ვმღეროდით ცოცხლად? ეთერებში არ გინახავთ ჩვენი ცოცხლად ნამღერი ან კიდე 1994 წლიდან რამდენი ოჯახი შეიქმნა ჩვენს მუსიკაზე?!ეჰ ჩვენი შეცდომა ის არის რომ აქ დავრჩით მგონი არადა ბიჭებმა და ბევრმა ჩვენმა მეგობარმა იცის რამდენჯერ იყო აქედან წასვლის შესაძლებლობა. მადლობა კრიტიკისთვის მაგრად აზიარებთ ჩვენს ტექნიკურ ჩავარდნას. მადლობა ყველას მართლა ვისაც გულით გიყვარვართ და მწერთ პირადში. მადლობა ვისაც გიყვარვართ ეხლაც. (პოლიტიკური სუნი ასდის ამ ყველაფერს და აყროლდა).”- წერს ზურა ხაჩიძე.imageimage

0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0