x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508438
ავი ბოლშევიზმის გენდერული თეორია ქართულ ლიტერატურაში
image


ავი ბოლშევიზმის გენდერული თეორია - რევოლუციამდელი და მის შემდეგ დაწერილი გამონათქვამები, რომლებზეც იზრდებოდნენ ჩვენი პაპები და მამები.


1. როგორიცა გყავდა დედაო, შენც ისეთი ხარ ქედაო! - ხალხური.

2. დედებს არ სიამოვნებთ თუ ბიჭები გოგონებზე სიტყვას ჩამოაგდებენ, მითუმეტეს თუ მეგობრობენ. - ოტია იოსელიანი.


3. დედამ ცოტ_ცოტა აცხო და მამამ დიდი_დიდი ყლაპაო. - ხალხური.

4. ასი მამა ერთ დედად არ ღირსო. - ხალხური.

5. მამა ერთია, დედა - ორი. - ხალხური.

6. რაც ყველა დედას შიგ გულში ხვდება, ის მამას მხოლოდ მუხლამდე სწვდება. - ხალხური.

7. დედაც კაციაო, გვეუბნება ჩვენ ენა, და მამაცაო. - ილია ჭავჭავაძე.

8. და მოკვდა ძმისთვინაო და არა ძმა - დისთვინაო. - ხალხური.

9. ყველაფერთან გახდები რაღაცას ავად თუ კარგად, პატიოსნად თუ უპატიოსნოდ, ვაჟკაცობით თუ გაიძვერობით, მაგრამ ცოლთან - ვერაფერს. - ოტია იოსელიანი.

10. დედაკაცს სანამ ქმარი ჰყავს - ამირანია, რომ მოუკვდება - ამირანთ_ამირანი. - ხალხური.

11. დედაკაცს ქმარი სიკვდილის შემდეგ მოეწონებაო. - ხალხური.

12. მოყვანილი ქალის ამბავს სამას წელიწადს ნუ იკითხავო. - ხალხური.

13. ჩემი ქალის ღალატი პირველად მე გამაგონოს ღმერთმაო. - ხალხური.

14. მითხარით ლამაზი ცოლისთვის მაინც რა არის ქმარიო? ადვილად გამოსაცვლელი ვერცხლისა რამ ქამარიო. - აკაკი წერეთელი.

15. პატარძალი ეზოს ვერ გვიდა და ცოცხს აბრალებდაო. - ხალხური.

16. პატარძალი უარს იყო - ღორის ხორცს არ ვჭამო, რომ გაათავეს - წვენი მაინც გეჭმიათო. - ხალხური.

17. პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა და ბაკი მრუდეაო. - ხალხური.


18. ეს ჩვენებური ქალები,

ქარივით ჩამოჰქრიანო,

დაგვისხდებიან ბატონად,

სახლსაც არ დაგვიგვიანო,

თითო ყმაწვილს გაგვიჩენენ,

ბუზღუნით გამოზრდიანო. - ხალხური.


19. არა მწამს რა დიაცისა,

როგორც მოწმენდილი ცისა,

დღეს რომ თავზე გევლებოდეს,

ხვალ გახდება უცებ სხვისა. - ხალხური.


20. შინმოუსვლელის ცოლი იმედის ცრემლთან ათენებს, მკვდარს დავიწყება ემუქრება, ქვრივი სხვისია, სხვის ლოგინს ახარებს. - ოტია იოსელიანი.


21. ლამაზი ქვრივი ცრემლებსა,

დამშვენებისთვის დაღვრისო,

და რომ შენიშნავს ლამაზ ვაჟს,

კეკლუცად თავს ძირს დახრისო.


ჭკვიან ქალს ვერ შეაშინებს,

ქვრივობა, ქმრის სიკვდილიო,

შავს იცვამს, მაგრამ იმედი,

გულში უჩნდება ტკბილიო. - აკაკი წერეთელი.


22. ნაბოზარ დედამთილს რძალი არ გაუბოზდებაო. - ხალხური.

23. ჩემმა სიალალემ ჩემი თავი ჩემს ქმარს არ მოახმარაო. - ხალხური.

24. სილამაზე, ის უშრომლად და უეშმაკოდ მიღებული კაპიტალია, რომლის პროცენტებით ლამაზი ქალები, არამც თუ კომფორტით ცხოვრობენ, თავიანთ სიბერესაც უზრუნველყოფენ ხოლმე. - კონსტანტინე გამსახურდია.

25. ლამაზი ქალი დღეს შენია, ხვალ - სხვისიო. - ხალხური.

26. ლამაზი ქალის ცოლად შერთვა წყალში ჩავარდნააო. - ხალხური.


27. ლამაზი ქალის პატრონსა

ძაღლი უნდა ჰყავდეს ფრთხილი,

ან ძაღლი უნდა ფხიზლობდეს,

ანდა ქალის დედამთილი. - ხალხური.


28. დედაკაცმა გაიწია და ცხრა უღელმა ხარმა ვერ დააკავაო. - ხალხური.

29. თუ დედაკაცმა გაიწია - ამირანს აითრევსო. - ხალხური.

30. კაი ქალს თავი სთხოვე, თუ არ მოგცემს - არ გაგცემსო. - ხალხური.

31. ქალი ვიდრე გათხოვდება - მღერის, რომ გათხოვდება - ტირისო. - ხალხური.

32. ქალი ქმარს სწუნობდა, იყო მის იმედსაო. - ხალხური.

33. ქალი ბურჯი და ქვაკუთხედია როგორც კერძოდ ოჯახის, ისე საზოგადოებისაც, მთელი მისი ქვეყნის, მისი სამშობლოსი... ნეტავი იმ ერს, რომელსაც კარგი ქალები ჰყავს. - აკაკი წერეთელი.

34. ქალს თუ ხანდაზმულობაში მეუღლე გარდაეცვალა, უფრო მეტხანს ცოცხლობს, რადგან საზრუნავი აკლდება. - ნოდარ ჭიჭინაძე (ანდროლოგი).

0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0